როდესაც გყავს ხელისუფლება, რომელიც გადამგდები მატყუარაა, ასეთ ვითარებაში იძულებული ხარ, კარავზეც იფიქრო და აქციების გაგრძელებაზე. დამეთანხმეთ, ამ სიცივეში არავის არ უხარია კარავში ყოფნა

ნინო ბურჯანაძე

გამოქვეყნებულია  3 ნახვა განახლებულია 12 დღის წინ

ჩვენ არ დაგვიმალავს ჩვენი სტუმრისთვის, რომ ვგეგმავთ საპროტესტო აქციებს, როგორც რეგიონებში, ისე თბილისის მასშტაბით, ბუნებრივია, მას ეს ძალიან კარგად ესმის“, - ამის შესახებ “ერთიანი საქართველოს” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან ლიეტუვის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარესთან, ჟიგიმანტას პავილიონისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა:

"ჩვენ ხაზი გავუსვით ჩვენს ძირითად მოთხოვნებს. ეს არის ხელახალი, ვადამდელი არჩევნები, პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, სამართლიანი არჩევნების გარემოს შეცვლა. ბუნებრივია, ხაზი გავუსვით იმ გარემოებას, რომ არავითარ შემთხვევაში ჩვენ არ მივცემთ ხელისუფლებას იმის საშუალებას, რომ კიდევ ერთი პოლიტპატიმარი, ნიკა მელია მიუმატოს პოლიტპატიმრების სიას. რა თქმა უნდა, აქციებს არამარტო შევუერთდები, არამედ ყველა ერთად ვართ და ვგეგმავთ სამომავლო მოქმედებებს. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი რიგითი მოქალაქე, რომელიც შეიძლება შორს იყოს რომელიმე პარტიული კუთვნილებიდან, აუცილებლად შემოგვიერთდება. აქ არ არის საუბარი რომელიმე პოლიტიკურ პარტიაზე, არც პოლიტიკურ ლიდერზე, აქ პრინციპზეა საუბარი, უსამართლობაზე თვალი არ უნდა დახუჭო. როდესაც გყავს ხელისუფლება, რომელიც გადამგდები მატყუარაა, ასეთ ვითარებაში იძულებული ხარ, კარავზეც იფიქრო და აქციების გაგრძელებაზე. დამეთანხმეთ, ამ სიცივეში არავის არ უხარია კარავში ყოფნა"

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • როდესაც გყავს ხელისუფლება, რომელიც გადამგდები მატყუარაა, ასეთ ვითარებაში იძულებული ხარ, კარავზეც იფიქრო და აქციების გაგრძელებაზე. დამეთანხმეთ, ამ სიცივეში არავის არ უხარია კარავში ყოფნა
  • unipress