როცა მთავრობა გაზაფხულზე გაუმართლებელ შეზღუდვებს აწესებს, რომლისაც ხალხს არ სჯერა და არ ენდობა, ვიღებთ მეორე უკიდურესობას, ქაოსს

ევროპული საქართველო

გამოქვეყნებულია  41 ნახვა განახლებულია 9 დღის წინ

"ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქში, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ქვეყანაში გაუარესებულ ეპიდსიტუაციას ეხმაურება და მთავრობას აკრიტიკებს.

ჭიაბერაშვილის თქმით, დღეს ქვეყანაში არ იქნებოდა ამგვარი მდგომარეობა, მთავრობას გაზაფხულზე რაციონალური და გონივრული მართვა რომ დაეწყო.

„მთავრობის მიერ ეპიდემიის არასწორი მართვა გამოიხატება იმაში, თითქოს საერთოდ არ გვექნებოდა ტალღა, ამიტომ არის, რომ ამ შემოდგომის ტალღასაც იმ პრობლემების გაუთვალისწინებლად შევხვდით, რასაც გაზაფხულზე უკვე ნათელი იყო. შესაბამისად, როცა მთავრობა გაზაფხულზე გაუმართლებელ შეზღუდვებს აწესებს, რომლისაც ხალხს არ სჯერა და არ ენდობა, ვიღებთ მეორე უკიდურესობას - ქაოსს, რომელსაც მოჰყვება იმ ტიპის ტალღა, რაც დღეს გვაქვს.

გაზაფხულზე რომ მთავრობას ამ ეპიდემიის რაციონალური და გონივრული მართვა დაეწყო, რომ ყოფილიყო ზომიერი რეგულაციები, რომელიც თანმიმდევრულად და მუდმივად საზოგადოება დაიცავდა, ასეთ შემთხვევაში, ჩვენ დღეს ეს მდგომარეობა არ გვექნებოდა, რაც გვაქვს. ტალღა შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ საზოგადოებაც და სამედიცინო სექტორიც უფრო გამართულად შევხვდებოდით. ჯანდაცვის სამინისტროს არ გაუტარებია ის აუცილებელი ღონისძიებები, რაც დაეხმარებოდა ჩვენს მედიკოსებს იმისთვის, რომ დღეს ასეთ ტალღას გამკლავებოდნენ. ამიტომაც გვაქვს მედპერსონალში ინფიცირების ასეთი მაღალი დონე.

დღეს თვალნათლივ გამოჩნდა, რომ აბსოლუტური ილუზია და მითი იყო, თითქოს „ქართული ოცნების“ მთავრობამ წარმატებით მართა ეს ეპიდემია. სინამდვილეში მათ დააწესეს გაუმართლებელი შეზღუდვები, როდესაც ამის საჭიროება არ იყო, დანაზოგები გაუნულეს, შემოსავალი დააკარგვინეს ხალხს და ახლა ზამთარს ეკონომიკურად კიდევ უფრო დასუსტებულები ვხდებით.“ - განაცხადა ჭიაბერაშვილმა

Image

infoclear

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

infoclear
  • როცა მთავრობა გაზაფხულზე გაუმართლებელ შეზღუდვებს აწესებს, რომლისაც ხალხს არ სჯერა და არ ენდობა, ვიღებთ მეორე უკიდურესობას, ქაოსს
  • unipress