რუსეთის პრეზიდენტთან პირდაპირი დიალოგის არ მეშინია, თუკი დიალოგი არ გვექნება, არ გვექნება შედეგიც

ვლადიმერ ზელენსკი

გამოქვეყნებულია  100 ნახვა განახლებულია 10 თვის წინ

რუსეთის პრეზიდენტთან პირდაპირი დიალოგის არ მეშინია, ვფიქრობ, ამის გაკეთება სწორი ნაბიჯია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ „ევრონიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა:

თუკი დიალოგის შესაძლებლობა გვაქვს და მისი შედეგები ომის დასრულებასთან გვაახლოვებს, მაშინ ამის გაკეთება აუცილებელია, მიუხდავად იმისა, რამდენად განსხვავებული რეაქცია ექნება ამაზე ხალხს. თუკი არ გვექნება დიალოგი, არ გვექნება შედეგიც.

რუსეთის პრეზიდენტს ცეცხლის შეწყვეტის ძალაში შესვლის წინ ვესაუბრე და ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებული რთული საკითხები განვიხილეთ. ამ დიალოგის შედეგი დღემდე სახეზე გვაქვს და ამას ყველა ვხედავთ. რუსეთთან პირდაპირი დიალოგის არ მეშინია და მიმაჩნია, რომ ეს სწორი ნაბიჯია.

ვფიქრობ, ნორმადნიის ფორმატში დაგეგმილი მეორე შეხვედრა ნიშნავს, რომ ომის დასურლების დიდი შანსი არსებობს. მინდა მჯეროდეს, რომ ომი წელს დასრულდება. მართლა მსურს, ამის მჯეროდეს და მჯერა კიდეც"

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • რუსეთის პრეზიდენტთან პირდაპირი დიალოგის არ მეშინია, თუკი დიალოგი არ გვექნება, არ გვექნება შედეგიც
  • unipress