რუსეთს სურს, შეასუსტოს ნატო და ევროპული პროექტი

ჯო ბაიდენი

გამოქვეყნებულია  36 ნახვა განახლებულია 12 დღის წინ

რუსეთს სურს, შეასუსტოს ნატო და ევროპული პროექტი, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, როდესაც ის მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.

”ჩვენ შევძლებთ რუსეთის მხრიდან საფრთხის დაძლევას, რომელსაც სურს შეასუსტოს ევროპული პროექტი და ნატოს ალიანსი”, - აღნიშნა მან.

ბაიდენის თქმით, რუსეთთან დაკავშირებული გამოწვევები შეიძლება განსხვავდებოდეს ჩინეთის გამოწვევებისგან, მაგრამ ისინი ისეთივე რეალურია.

"გვინდა მომავალი, სადაც ყველა ერს შეეძლება თავისუფლად განსაზღვროს საკუთარი გზა ძალადობის და იძულების საფრთხის გარეშე, ჩვენ არ შეგვიძლია და არ უნდა დავუბრუნდეთ დაპირისპირებასა და ცივი ომის ბლოკებს”.

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • რუსეთს სურს, შეასუსტოს ნატო და ევროპული პროექტი
  • unipress