რჩება ინსტრუმენტები რომ ადმინისტრაციული რესურსები იყოს გამოყენებული

გიგი წერეთელი

გამოქვეყნებულია  734 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

ფრაქცია „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარე გიგი წერეთელი მიიჩნევს, რომ „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებში ბევრი საკითხი გათვალისწინებული არ არის:

„თავისთავად საარჩევნო კოდექსის მიღება არის მნიშვნელოვანი აქტი, მაგრამ მთავარია, რა შეიცვალა რეკომენდაციების შედეგად, რა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებია მიღებული, რომელიც უზრუნველყოფს არჩევნების დემოკრატიულად და იმ გარემოში ჩატარებას, რომელიც კარგად უნდა შეფასდეს. ეს არის ხომ გაცხადებული ამოცანა, მაგრამ ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ბევრი საკითხია, რომელიც შესაძლებელია ითქვას, რომ უფრო კოსმეტიკურად არის, ვიდრე რეალურად. მაგალითად, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც ეუთო-ს რეკომენდაციებშიც იყო, ეს გახლავთ სახელმწიფოსა და პარტიის გამიჯვნა, აქ ჩვენ რაიმე სერიოზულ გადაწყვეტილებას ვერ ვხედავთ. ასევე სერიოზული იყო საკითხი, რომელიც დისტანცირებაზე იყო მიმართული და ამომრჩეველზე ზეგავლენაზე, აქაც ვფიქრობთ, რომ არაფექტიანი იქნება 25 მეტრიანი მანძილი და ბევრი სხვა რამ. ყველაზე მთავარი, ისევ რჩება ინსტრუმენტები იმისთვის, რომ ადმინისტრაციული რესურსები იყოს სერიოზულად გამოყენებული, ასევე მედიაზე ზემოქმედების მექანიზმები და ასე შემდეგ"


თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • რჩება ინსტრუმენტები რომ ადმინისტრაციული რესურსები იყოს გამოყენებული
  • unipress