საბურთალოზე მეზობლებმა ერთმანეთი დაჭრეს

დაპირისპირება

გამოქვეყნებულია  217 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

ფიზიკური დაპირისპირება თბილისში, რომელიც ერთი ადამიანის დაჭრით დასრულდა,

შემთხვევა კარტოზიას ქუჩის 2 ნომერში გვიან ღამით მოხდა. სავარაუდოდ, ერთმანეთს მეზობლები დაუპირისპირდნენ, კონფლიქტის შესახებ ადგილობრივებს საუბარი უჭირთ. მათ არ იციან რამდენი ადამიანი მონაწილეობდა დაპირისპირებაში და რამ გამოიწვია ინციდენტი. ამბობენ მხოლოდ იმას, რომ გვიან ღამით ადგილზე საპატრულო ეკიპაჟი და სასწრაფო სამედიცინო დახმარება შენიშნეს.

როგორც "კურიერს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პირები, რომლებიც აღნიშნულ ინციდენტში მონაწილეობდნენ იდენტიფიცირებულები არიან, თუმცა კონკრეტულად, რამ გამოიწვია კონფლიქტი ამ დეტალებთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყება არ საუბრობს

წყარო: რუსთავი 2

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • საბურთალოზე მეზობლებმა ერთმანეთი დაჭრეს
  • unipress