სად ვიქნებით ჩვენ, საქართველო, ამ დიადი გარდამტეხი ცვლილებების ეპოქაში, წყდება აქ და ახლა, ამ არჩევნებზე

გიგი უგულავა

გამოქვეყნებულია  240 ნახვა განახლებულია 5 თვის წინ

"ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი ზუგდიდში, გიგი უგულავა,  ზუგდიდის რაიონში, სოფელი რუხის ციხეში მხარდამჭერებს შეხვდა. გიგი უგულავას თქმით, ივანიშვილის პოლიტიკა და მისი ხელისუფლების რუსეთისადმი ურთიერთობები არის ჭაობი, რომლის ერთადერთი ალტრნატივა ჩაძირვაა.

უგულავამ აღნიშნა, რომ ის თუ სად იდგება საქართველო ამ დიადი გარდამტეხი ცვლილებების ეპოქაში, წყდება ახლა, ოქტომბრის არჩევნებზე.

"ყველა გარდამტეხ ცვლილებას თავისი დროის გეოპოლიტიკური კონტექსტი აქვს. ჩვენი პირველი დამოუკიდებლობა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ იმპერიების მსხვრევის შედეგი იყო, ხოლო დამოუკიდებლობის დაკარგვა მოძალადეებისათვის საერთაშორისო შემაკავებელი ძალის არარსებობის შედეგად მივიღეთ. მარტივად, ამერიკა მაშინ იწყებდა საერთაშორისო პოლიტიკურ სცენაზე გამოსვლას, ხოლო ევროპა ომგამოვლილი და გაპარტახებული იყო.

შესაბამისად, მოძალადე საბჭოთა რუსეთი ვერაფერმა შეაკავა და ასე აღვმოჩნდით 70 წლიან ჯოჯოხეთში. ეს ჯოჯოხეთი დაინგრა და ჩვენ უკვე 30 წლიან დამოუკიდებლობას ვითვლით, ჩვენი გრძელვადიანი დამოუკიდებლობის გარანტი კი მხოლოდ ამერიკა, ევროკავშირი და ნატოა, საფრთხე კი იგივე, პუტინის რუსეთი.

 უკრაინისა და ბელორუსის ამბები მიუთითებს, რომ მომდევნო ათწლეული, როდესაც პუტინის საპრეზიდენტო ვადა გადის, გარდამტეხი იქნება რეგიონისათვის. ჩვენ, პოლონელები, ბალტიისპირეთი, უკრაინა, მოლდოვა და ბელორუსი შევქმნით თავისუფლების რკალს, საქართველო აღმოსავლეთ ევროპის თავისუფალი ნაწილი იქნება, ეს რკალი იქნება რუსული იმპერიალიზმის შემაკავებელი წინა ხაზი თავისუფალ სამყაროსთან ერთად და აქ, საქართველოს როლი, როგორც გამოცდილებამ აჩვენა, საკვანძოა და ამიტომაა ახლა გარდამტეხი ცვლილებები საჭირო, ივანიშვილის ოცნების საქართველო არის ყველაზე სახიფათო, რადგან როდესაც საუბარია რუსეთზე, ეს ჭაობზე დგომას ჰგავს და ერთადერთი ალტერნატივა მხოლოდ ჩაძირვაა. ამიტომ, სად ვიქნებით ჩვენ, საქართველო, ამ დიადი გარდამტეხი ცვლილებების ეპოქაში, წყდება აქ და ახლა, ამ არჩევნებზე" - განაცხადა გიგი უგულავამ

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • სად ვიქნებით ჩვენ, საქართველო, ამ დიადი გარდამტეხი ცვლილებების ეპოქაში, წყდება აქ და ახლა, ამ არჩევნებზე
  • unipress