საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები მზად არიან, 1 მილიარდ 500 მილიონი დოლარით საქართველოს კერძო სექტორსაც დაეხმარონ

გიორგი გახარია

გამოქვეყნებულია  155 ნახვა განახლებულია 10 თვის წინ

საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები მზად არიან, 1 მილიარდ 500 მილიონი დოლარით საქართველოს კერძო სექტორსაც დაეხმარონ.

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საუბარია იმავე ორგანიზაციებზე, რომლებთანაც პირველადი მოლაპარაკებების შედეგად მიღწეულია შეთანხმება წლის ბოლომდე საქართველოს ეკონომიკაში დამატებით, ეკონომიკის მხარდაჭერის სახით 1 მილიარდ 500 მილიონი დოლარის შემოსვლაზე.

„ჩვენ ​გვქონდა და გვაქვს მჭიდრო ურთიერთობა ჩვენს საფინანსო და საბანკო სექტორთან. მათთან ერთად, მათი თხოვნით და მათი მხარდაჭერის მიზნით, იგივე სახის მოლაპარაკებები გვქონდა დონორ ორგანიზაციებთან, იგივე დონორ ორგანიზაციებთან, რომელმაც ასევე დამატებით განაცხადეს მზადყოფნა, რომ საქართველოს კერძო სექტორს, საფინანსო სექტორს და რეალურ სექტორს დაეხმარონ ასევე 1 მილიარდ 500 მილიონი დოლარით. ეს ის თანხაა, რომელიც ამ დონორ ორგანიზაციებში მობილიზებულია და იმ შემთვევაში, თუ ეს იქნება საჭირო კერძო სექტორისა და საფინანსო სექტორის მხრიდან, ჩვენს ბიზნესს შეეძლება ამ თანხის, ასე ვთქვათ, ათვისება“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, მოლაპარაკებები სამი კვირა გრძელდებოდა და საკმაოდ მძიმე იყო.

„ასევე მინდა გითხრათ, რომ ეს იყო მძიმე სამკვირიანი მოლაპარაკებები, რომლებშიც ჩვენ ფაქტობრივად გამოვიყენეთ ყველა მისაღები და ზოგ შემთხვევაში, არაერთგვაროვანი ხერხები და მივაღწიეთ ამ შეთანხმებას. ეს არის ის ძირითადი საბაზისო პორტფელი კრიზისული დახმარებისა. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, კრიზისული დახმარების, რომელზეც პირველადი შეთანხმება შეიძლება, ჩაითვალოს მიღწეულად. ჩვენ ასევე ეს გვაძლევს საშუალებას, რომ უკვე ეკონომიკურ გუნდთან, ჩვენ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მეგობრებთან, დონორ ორგანიზაციებთან ერთად დავიწყოთ რეალური მუშაობა პოსტკრიზისულ ეკონომიკური აღდგენის გეგმაზე“, – განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარია დარწმუნებულია, რომ პოსტკრიზისული ეკონომიკური აღდგენისთვის საქართველო შეძლებს მეტი ფინანსური რესურსის მოზიდვას.

„ეს სხვა ისტორიაა, ეს სხვა გეგმაა და, რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, რომ პოსტკრიზისული ეკონომიკური აღდგენისთვის საქართველო შეძლებს კიდევ უფრო მეტი ფინანსური რესურსის მოზიდვას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.


თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები მზად არიან, 1 მილიარდ 500 მილიონი დოლარით საქართველოს კერძო სექტორსაც დაეხმარონ
  • unipress