საკარანტინო სივრცეებსა და სტაციონარში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კენჭისყრის ჩატარების მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილებას ცესკო მიიღებს

ცესკო

გამოქვეყნებულია  275 ნახვა განახლებულია 7 თვის წინ

საკარანტინო სივრცეებსა და სტაციონარში მოთავსებული პირები მიიღებენ თუ არა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას, ამის თაობაზე გადაწყვეტილებას ცენტრალური საარჩევნო კომისია მიიღებს. ამის შესახებ პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით დამტკიცებულ "საარჩევნო კოდექსშია" აღნიშნული.

მესამე მოსმენით დამტკიცებული ცვლილებების თანახმად, "საარჩევნო კოდექსის" 199-ე მუხლი კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, ზოგიერთ საარჩევნო ღონისძიებას არეგულირებს. კერძოდ, ამ მუხლში ვკითხულობთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ვალდებულია, ცესკოს გადასცეს ინფორმაცია სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში მოთავსებული, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული და საკარანტინო სივრცეებში მყოფი ამომრჩევლების რაოდენობისა და მათი განთავსების ადგილების შესახებ.

მიწოდებული ინფორმაციისა და სამინისტროს მიერ ცესკოსადმი გაცემული რეკომენდაციის საფუძველზე, ცესკო დადგენილებით იღებს გადაწყვეტილებას ზემოაღნიშნულ განთავსების ადგილებში კენჭისყრის ჩატარების მიზანშეწონილობის შესახებ.

ცესკოს მიერ ზემოხსენებულ ადგილებში კენჭისყრის გამართვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, კლინიკებში მოთავსებული ინფიცირებული და საკარანტინო სივრცეებში მყოფი ამომრჩევლები არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ.

ჯანდაცვის სამინისტრო ვალდებულია, კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-6 დღისა ცესკოს გადასცეს იმ პირთა სია, რომლებიც კენჭისყრის დღისათვის საკარანტინო სივრცეებსა და ახალი კორონავირუსით ინფიცირების გამო, სამედიცინო დაწესებულებებში იქნებიან განთავსებულნი.

კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-3 დღისა, ამ მონაცემების საფუძველზე, ცესკოს მიერ მტკიცდება სპეციალური სიები, რომელშიც შეყვანილი ამომრჩევლების გვარისა და სახელის გასწვრივ ამომრჩეველთა ერთიან სიაში კეთდება ჩანაწერი: “გადაყვანილია სპეციალურ სიაში


თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • საკარანტინო სივრცეებსა და სტაციონარში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კენჭისყრის ჩატარების მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილებას ცესკო მიიღებს
  • unipress