სამთავრობო პროპაგანდიდან წამოსული ნიაღვარი, რომ ოპოზიციური პარტიები ერთმანეთთან ვერ თანამშრომლობენ, არის უბრალოდ არასწორი

სერგი კაპანაძე

გამოქვეყნებულია  116 ნახვა განახლებულია 1 წლის წინ

"დღეს ოპოზიციური პარტიები, ხელს აწერს დეკლარაციას, რომელიც ეხება ერთმანეთის ხმების დაცვას არჩევნების დროს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რადგან ივანიშვილი შეეცდება ძალადობის გამოყენებასაც, შეეცდება გაყალბებასაც, შეეცდება სხვადასხვა ტიპის ძალადობრივი და დაშინების ინსტრუმენტების გამოყენებას და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პოზიციების კომუნიკაცია. ჩვენ გვექნება კონკრეტული ინსტრუმენტები, რითაც წინ აღვუდგებით ასეთი ტიპის მცდელობებს. იქნება ეს ჩვენი წარმომადგენლების თანამშრომლობა უბნებზე, კომისიის წევრების თანამშრომლობა, ინფორმაციის სწრაფ რეჟიმში გაცვლა, თუ რეაგირების საერთო ფორმები და ამ ყველაფერზე ვთანხმდებით დღეს.

ასევე, დღეს კიდევ ერთხელ ვადასტურებთ იმას, რომ ეს სამთავრობო პროპაგანდიდან წამოსული ნიაღვარი, რომ ოპოზიციური პარტიები ერთმანეთთან ვერ თანამშრომლობენ, არის უბრალოდ არასწორი. ჩვენ ვთანამშრომლობთ სწორედ იმ ერთი მიზნით, რომ ივანიშვილი დავამარცხოთ ამ არჩევნებზე", - განაცხადა "ევროპული საქართველოს" საარჩევნო შტაბის ამომრჩეველმა სერგი კაპანაძემ.

შეგახსენებთ, "ევროპული საქართველოს" წევრის ლევან თარხნიშვილის განცხადებით, მემორანდუმს ის პარტიები მოაწერენ ხელს, რომლებიც ლეიბორისტების ოფისში იკრიბებოდნენ

 

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • სამთავრობო პროპაგანდიდან წამოსული ნიაღვარი, რომ ოპოზიციური პარტიები ერთმანეთთან ვერ თანამშრომლობენ, არის უბრალოდ არასწორი
  • unipress