საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ზამთრის სეზონისთვის განკუთვნილი ახალი უნიფორმა გადაეცათ

შსს

გამოქვეყნებულია  167 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, თანამშრომლების სამუშაო პირობების კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით, ​ამ ეტაპზე პატრულ-ინსპექტორების ზამთრის სამუშაო ფორმა შეცვალა, – ამის შესახებ შსს-ს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, თანამედროვე დიზაინის თბილი ქურთუკები და ზამთრის ფეხსაცმელები სპეციალურად საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისთვის არის შექმნილი და ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს.

„პატრულ-ინსპექტორების ზამთრის ახალი უნიფორმა შეკერილია საქართველოში, მაღალხარისხიანი და გამძლე მასალისგან. საპატრულო პოლიციის სამუშაო რეჟიმიდან და საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, უნიფორმის შექმნისას გათვალისწინებულია, როგორც მისი კომფორტულობა, ასევე, თერმორეგულაციის კომპონენტი და ხარისხი“, – აცხადებენ შსს-ში.

მათივე ცნობით, მიმდინარე კვირის განმავლობაში, ზამთრის ახალი უნიფორმები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საპატრულო პოლიციის 4 000 თანამშრომელს დაურიგდა

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ზამთრის სეზონისთვის განკუთვნილი ახალი უნიფორმა გადაეცათ
  • unipress