საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი დავით ცინარიძე დააკავეს

დავით ცინარიძე

გამოქვეყნებულია  871 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი დავით ცინარიძე დააკავეს. პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ფაქტზე დააკავეს.

შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარას გულისხმობს.

ცნობისთვის, ცინარიძე საპატრულო პოლიციის უფროსის თანამდებობიდან 2015 წელს გაათავისუფლეს. ცინარიძის გადადგომას წინ უსწრებდა ე.წ. ნარუშილოვკის სკანდალი, სწორედ მის სახელს ახსენებდა  ეკა ყუშიტაშვილი ცნობილ ვიდეოში და პატრულზე ზეწოლას ცდილობდა


თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი დავით ცინარიძე დააკავეს
  • unipress