სასამართლო გიორგი რურუას საქმეზე გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს

გიორგი რურუა

გამოქვეყნებულია  381 ნახვა განახლებულია 11 თვის წინ

"მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილის ბრალდებულ გიორგი რურუას საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზე გაიმართება.

გუშინდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. საბოლოო სიტყვით ისარგებლა თავად ბრალდებულმაც:    

"მე თავს დამნაშავედ არ ვცნობ და ჩემ წინააღმდეგ წამოყენებული ყველა ბრალდება აბსურდულია. მეც და სხვა ნებისმიერი მოქალაქე, ვინც ოლიგარქის წინააღმდეგ გამოვდივართ, პოლიტიკური დევნის მაგალითი ვართ. ჩემ წინააღმდეგ გააყალბეს მტკიცებულებები საბჭოთა პროპაგანდის კლასიკური გაგებით.

ჩემ გამოსვლას დავამთავრებ სიტყვებით - არაფერს, რასაც თქვენ აკეთებთ, არ ძალუძს ჩემი დამცირება, ჩემი დამცირება მხოლოდ მე შემიძლია".

შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუა გასული წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება


თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • სასამართლო გიორგი რურუას საქმეზე გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს
  • unipress