საუბნო საარჩევნო კომისიების კონკურსის 3 მონაწილეს კორონავირუსი დაუდასტურდა

ცესკო

გამოქვეყნებულია  86 ნახვა განახლებულია 6 თვის წინ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საუბნო საარჩევნო კომისიების კონკურსებში მონაწილე 3 კონკურსანტს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ცესკოს განცხადებით, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრობის მსურველ კანდიდატთა კონკურსისთვის რეგისტრაციის პროცესი 5-9 სექტემბერს მიმდინარეობდა. 73 საარჩევნო ოლქის 3 657 უბანზე არსებულ 21 942 ვაკანტურ ადგილზე საბუთები 25 000-ზე მეტმა მონაწილემ წარმოადგინა.

"განცხადებების მიღება მიმდინარეობდა როგორც ადგილზე საოლქო საარჩევნო კომისიაში, ისე ელექტრონულად. უშუალოდ შენობაში საბუთების წარდგენისას მკაცრად იყო დაცული რეკომენდაციის სახით გაცემული ყველა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმა და ცესკოს დადგენილებით გაწერილი მოთხოვნები, მათ შორის თერმოსკრინინგი, დისტანცია, რა თქმა უნდა, პირბადის გამოყენება და დეზობარიერები. ამასთან დადგენილებით ასევე მოთხოვნილია სამუშაო სივრცეების სადეზინფექციო საშუალებებით დასუფთავება და დღეში რამდენჯერმე ბუნებრივი ვენტილაცია", - წერია ცესკო-ს განცხადებაში, სადაც ასევე ვკითხულობთ, ადგილზე, კონკურსში მონაწილეობის მსურველის მიერ საბუთების წარდგენის პერიოდი 15 წუთს არ აღემატებოდა.

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • საუბნო საარჩევნო კომისიების კონკურსის 3 მონაწილეს კორონავირუსი დაუდასტურდა
  • unipress