საქალაქო სასამართლო გიორგი რურუასთვის პატიმრობის შეფარდებაზე განცხადებას ავრცელებს

სასამართლო

გამოქვეყნებულია  342 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

2020 წლის 30 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულ გიორგი რურუას მიმართ და მას სასჯელის სახედ და ზომად დანაშაულთა ერთობლიობით და შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოოდ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ამის შესახებ ნათქვამია საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში:     

"სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო ცეცხლსასროლო იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისათვის, ასევე სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობასა და მისი შესრულებისათვის ხელის შეშლაში.

საქმის არსებითად განხილვის სხდომებზე გამოკვლეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით: კერძოდ, მოწმეთა ჩვენებებით, ბრალდებულისა და ავტომანქანის ჩხრეკის, საექსპერტო კვლევებისთვის ხელისა და ნერწყვის ნიმუშების აღების ოქმებით, საქმეზე წარმოდგენილი ექსპერტიზების დასკვნებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა გიორგი რურუას მიერ ბრალად წარდგენილ დანაშაულთა ჩადენა.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში"


თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • საქალაქო სასამართლო გიორგი რურუასთვის პატიმრობის შეფარდებაზე განცხადებას ავრცელებს
  • unipress