საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და აშშ-ის თავდაცვის მდივანს შორის შემდგარ სატელეფონო საუბარზე ინფორმაცია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურ საიტზე ვრცელდება

ჯუანშერ ბურჭულაძე

გამოქვეყნებულია  72 ნახვა განახლებულია 3 თვის წინ

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძისა და აშშ-ის თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს შორის შემდგარ სატელეფონო საუბარზე ინფორმაცია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურ საიტზე ვრცელდება:

"თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა დღეს სატელეფონო საუბარი გამართა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან, ჯუანშერ ბურჭულაძესთან და კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ისევე როგორც, თავდაცვის დეპარტამენტის ძალისხმევა დაეხმაროს საქართველოს, რუსული აგრესიისა და მავნე გავლენების ფონზე, თავდაცვისუნარიანობის განვითარებაში.

ორივე ლიდერმა აღნიშნა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის სიძლიერე და გამძლეობა, რომელიც საერთო ინტერესებსა და ღირებულებებს ემყარება. თავდაცვის მდივანმა ოსტინმა მადლობა გადაუხადა მინისტრ ბურჭულაძეს საქართველოს წვლილისათვის მტკიცე მხარდაჭერის მისიაში და ქართული ჯარის მიერ ავღანეთში გაღებული მსხვერპლისთვის. მინისტრმა ბურჭულაძემ მადლიერება გამოხატა აშშ-ს მიერ საქართველოს სამხედრო მოდერნიზაციისა და რეფორმის მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა საფრთხეს, რომელსაც რუსეთი საქართველოს უსაფრთხოებას უქმნის.

ორივე ლიდერი შეთანხმდა, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში მჭიდრო ორმხრივი თანამშრომლობა უნდა გაგრძელდეს და სამომავლო თანამშრომლობა უნდა დაემყაროს ბოლო წლების მიღწევებს".

 

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და აშშ-ის თავდაცვის მდივანს შორის შემდგარ სატელეფონო საუბარზე ინფორმაცია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურ საიტზე ვრცელდება
  • unipress