საქართველოს ოპოზიციური პარტიები საერთაშორისო საზოგადოებას ღია წერილით მიმართავენ

საქართველოს ოპოზიცია

გამოქვეყნებულია  481 ნახვა განახლებულია 1 წლის წინ

"მაშინ, როცა მთელ მსოფლიოსთან ერთად, საქართველო ცდილობს გაუმკლავდეს უპრეცედენტო პანდემიას, ჩვენ, ქვემოთ ხელისმომწერ ქართულ ოპოზიციურ პარტიებს, გვსურს მოგაწოდოთ ბოლო ინფორმაცია 2020წლის 8 მარტს საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების განხორციელების შესახებ.  

როგორც მოგეხსენებათ, პოლიტიკურ პატიმართა გათავისუფლება აღნიშნული შეთანხმების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. სამწუხაროდ, 13 აპრილს, ირაკლი ოქრუაშვილს, რომლის გათავისუფლებაც გათვალისწინებული იყო 8 მარტის შეთანხმებით, ხუთ წლიანი პატიმრობა მიესაჯა, რაც შეთანხმების სულისკვეთებისა და ტექსტის დარღვევა და უკან გადადგმული ნაბიჯია.

14 აპრილს, შეერთებული შტატების საელჩომ და ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა გააკეთეს განცხადებები სადაც მათ განმოთქვეს შეშფოთება ირაკლი ოქრუაშვილისთვის პატიმრობის მისჯის გამო და შეთანხმების სრულად განხორციელებისკენ მოუწოდეს. ამის საპრისპიროდ, ოპოზიცია შეთანხმებას ზედმიწევნით იცავს.

ჩვენ მხარი დავუჭირეთ საკონსტიტუციო ცვლილებების კომისიის შექმნას პარლამენტში და მონაწილეობას ვიღებთ დისკუსიებში საარჩევნო კოდექსის შესახებ. მიუხედავად ამისა, აღიშნული ძალისხმევა შეიძლება ფუჭი აღმოჩნდეს თუ პოლიტიკური პატიმრები - გიგი უგულავა, გიორგი რურუა და ირაკლი ოქრუაშვილი- არ გათავისუფლდებიან.

როგორც კი კორონავირუსის პანდემია გადაივლის, მოვლენათა ამგვარი განვითარება გარდაუვლად გამოიწვევს პოლიტიკურ არასტაბილურობას და გაზრდის რისკებს ოქტომბერში დანიშნული არჩევნების წინ. ჩვენი ამოცანაა რომ ეს არ მოხდეს. საგანგებო სიტუაციები არასდროს არ უნდა იქნას გამოყენებული დემოკრატიის დასაზიანებლად.

დღეს, როცა თქვენ ფოკუსირებულნი ხართ თქვენი ქვეყნების პანდემიასთან ბრძოლაზე, მოგმართავთ თხოვნით რათა საქართველოს მთავრობას 8 მარტის შეთანხმების სრულად განხორციელების მნიშვნელობა შეახსენოთ".

ღია წერილს ხელს აწერენ:

ევროპული საქართველო

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

 ლეიბორისტული პარტია

პოლიტიკური გაერთიანება "ლელო"

სამოქალაქო მოძრაობა თავისუფალი დემოკრატები

ახალი პოლიტიკური ცენტრი "გირჩი"

 დემოკრატიული მოძრაობა

ახალი საქართველო

ეროვნულ-დემოკრატიული პარტია

ევროპელი დემოკრატები

საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება

ქრისტიან-კონსერვატიული პარტია

მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის

ვემსახურები საქართველოს

საქართველო ლიდერთა შორის

რესპუბლიკური პარტია

მოძრაობა სამართლიანობისთვის

სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის

თავისუფლება

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა

კანონი და სამართალი

გამარჯვეული საქართველო



თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • საქართველოს ოპოზიციური პარტიები საერთაშორისო საზოგადოებას ღია წერილით მიმართავენ
  • unipress