საქართველოს ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა ერთობლივი ძალისხმევით, სწრაფად და ეფექტიანად იმოქმედეს კრიზისის მართვის კუთხით - კელი დეგნანი

აშშ საელჩო

გამოქვეყნებულია  265 ნახვა განახლებულია 3 წელი წინ

ამერიკელმა ხალხმა 140 მილიონი დოლარის დახმარება აღმოუჩინა საქართველოს ძლიერი, მოქნილი და მაღალი ხარისხის ეროვნული ჯანდაცვის სისტემის განვითარებისთვის, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ვიდეომიმართვაში აღნიშნა.

„კოვიდ-19“-ით გამოწვეულ საგანგებო ვითარებისას ნათლად ვხედავთ ამ სექტორში ჩვენი მუშაობის სასიცოცხლო მნიშვნელობის შედეგებს“, – ამბობს ელჩი მიმართვაში, რომელიც საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფეისბუქ-გვერდზეა განთავსებული.

მისი თქმით, დღეს, როდესაც საზოგადოება „კოვიდ-19-“ის პანდემიის წინაშეა, ის განსაკუთრებით ამაყობს ამერიკისა და საქართველოს ერთობლივი მიღწევებით საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესების კუთხით.

ამასთან, კელი დეგნანის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა სწრაფად და ეფექტიანად იმოქმედეს კრიზისის მართვისა და ვირუსის გავრცელების შემცირების თვალსაზრისით.

„საქართველოს ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა ერთობლივი ძალისხმევით, სწრაფად და ეფექტიანად იმოქმედა კრიზისის მართვისა და „კოვიდ-19“-ის გავრცელების შემცირების კუთხით“, – განაცხადა ელჩმა და აღნიშნა, რომ საქართველოს დახმარების საქმეში ამერიკის მთავრობის მრავალ უწყებას შეაქვს წვლილი.

ასევე, ელჩმა აღნიშნა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) უახლესი დახმარება, 1.1 მილიონი დოლარი, რომელიც ჯანდაცვას მოხმარდება

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • საქართველოს ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა ერთობლივი ძალისხმევით, სწრაფად და ეფექტიანად იმოქმედეს კრიზისის მართვის კუთხით - კელი დეგნანი
  • unipress