საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა ასაკობრივი განაწილება და ძირითადი სიმპტომები - სტატისტიკური მონაცემები

სტატისტიკური მონაცემები

გამოქვეყნებულია  497 ნახვა განახლებულია 1 წლის წინ

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საშუალო ასაკი 43 წელია, მაქსიმალური – 87, მინიმალური კი ორი წელი. ინფორმაციას საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ დიაგრამაზე ასახულია საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა ასაკობრივი განაწილება და შედარებულია ევროპის რეგიონის მონაცემებთან.

როგორც მონაცემებიდან ჩანს, საქართველოში ყველაზე მეტი ინფიცირებული 15-დან 29 წლამდე ასაკის პოპულაციაშია (22 პროცენტი). მონაცემები განსხვავებულია ევროპის რეგიონის შემთხევაში, სადაც ინფიცირებულთა უმეტესობა (20 პროცენტი) 50-59 ასაკობრივ ჯგუფშია. რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, ევროპაში გარდაცვალების შემთხვევათა თითქმის 60 პროცენტი 80 წელს ზემოთ პოპულაციაში ფიქსირდება, ასევე მაღალია 70-79 ასაკობრივ ჯგუფში.

რაც შეეხება ინფიცირებულებში გამოვლენილ სიმპტომებს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, ინფიცირებულთა ყველაზე მეტ, 68 პროცენტს ცხელება/შემცივნება გამოუვლინდა, 31 პროცენტში გამოვლინდა ზოგადი სისუსტე, 29 პროცენტში კი ხველა.

ინფიცირებულთა 20 პროცენტს ყელის ტკივილი აწუხებდა, 16 პროცენტს თავის ტკივილი, 12 პროცენტს კი დიარეა.

ყველაზე ნაკლებად გავრცელებული სიმპტომი (ინფიცირებულთა 5 პროცენტი) გულისრევა/ღებინებაა

Image
Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა ასაკობრივი განაწილება და ძირითადი სიმპტომები - სტატისტიკური მონაცემები
  • unipress