საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მეორე პაციენტი გარდაიცვალა

კორონავირუსი

გამოქვეყნებულია  299 ნახვა განახლებულია 10 თვის წინ

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მეორე პაციენტი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ცოტა ხნის წინ თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა. საუბარია თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანილ 81 წლის ქალზე:

„ქალბატონი გადმოყვანილი  იყო თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან 3 აპრილს. მისი მდგომარეობა მიმღებშივე შეფასდა კრიტიკულად. ჩატარებული კვლევის შედეგად, პაციენტთან გამოვლინდა ორმხრივი მწვავე პნევმონია, მწვავე რესპირატორული დისტრესი, მწვავე სეფსისი, ანამნეზში კლინიკურად გადატანილი იყო მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, მოციმციმე არითქმია, გულის ქონიკული უკმარისობა, არტერიული გიპერტენზიით“.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა გუშინ დაფიქსირდა.

გარდაცვლილი 79 წლის ქალია, რომელიც ​თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მეორე პაციენტი გარდაიცვალა
  • unipress