საქართველოში კორონავირუსის 110 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველო

გამოქვეყნებულია  81 ნახვა განახლებულია 6 თვის წინ

საქართველოში კორონავირუსის 110 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 1 643 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 25 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 4 964 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 2 930, პისიარ-ტესტით – 2034.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 247 915 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 234 636 გამოჯანმრთელდა, 2 958 კი გარდაიცვალა.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 460 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 22 714 ადამიანი.

ამასთან, 17 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 780 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 608 პირი

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • საქართველოში კორონავირუსის 110 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
  • unipress