საქართველოში კორონავირუსის 147 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველო

გამოქვეყნებულია  21 ნახვა განახლებულია 10 დღის წინ

საქართველოში კორონავირუსის 147 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყანაში გამოჯანმრთელდა 607 პაციენტი, ხოლო 12 პაციენტი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 268 502 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 262 244-ს შეადგენს, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 3 447-ია.

ბოლო 24 საათში 5 275 ტესტი ჩატარდა, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტი – 2 736, პისიარტესტი – 2 539.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2,79 პროცენტია, ბოლო 14 დღის – 2,6 პროცენტი, ბოლო 7 დღის – 2,6 პროცენტი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 318 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 1713, კლინიკურ სასტუმროში რჩება 207 პირი.

ამასთან, 21 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 258 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 571 პაციენტი

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • საქართველოში კორონავირუსის 147 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
  • unipress