საქართველოში კორონავირუსის 228 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველო

გამოქვეყნებულია  23 ნახვა განახლებულია 2 თვის წინ

საქართველოში კორონავირუსის 228 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 425 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 11 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 9 211 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 5 090, „პისიარ“ ტესტით – 4 121.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,48%, ბოლო 14 დღის – 1,85%, ბოლო 7 დღის – 2,1%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 284 061 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 275 024 გამოჯანმრთელდა, 3822 კი, გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 219, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 876 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 218 პირი.

ამასთან, 4 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 464 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 454 პაციენტი

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • საქართველოში კორონავირუსის 228 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
  • unipress