საქართველოში 26 თებერვლის ჩათვლით ყინვაა მოსალოდნელი

საქართველო

გამოქვეყნებულია  228 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

საქართველოში დღეიდან 26 თებერვლის ჩათვლით ძლიერი ქარი და ყინვაა მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 თებერვალს უმეტესად ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. თოვლი, დროგამოშვებით შესაძლებელია ძლიერი. დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ, შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში -5, -7 დღის საათებში 0, -2°C:

"18 თებერვალს ცვალებადი მოღრუბლულობა. ღამისა და დილის საათებში მცირე თოვლი. დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ, დროგამოშვებით შესაძლებელია გაძლიერება 18-20 მ/წმ-მდე და ქარბუქი. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში -11, -13 დღის საათებში -4, -6°C.

19-20 თებერვალს ცვალებადი მოღრუბლულობა. შესაძლებელია მცირე თოვლი. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში -13, -15, დღის საათებში -5, -7°C.

21 თებერვალს ცვალებადი მოღრუბლულობა. უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში -16, -18, დღის საათებში -3, -5°C.

22-24 თებერვალს ცვალებადი მოღრუბლულობა. მცირე თოვლი. დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში -14, -16, დღის საათებში -2, -4°C.

25-26 თებერვალს უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. თოვლი, დროგამოშვებით შესაძლებელია ძლიერი. დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ, შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში -11, -13 დღის საათებში 0, -2°C"

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • საქართველოში 26 თებერვლის ჩათვლით ყინვაა მოსალოდნელი
  • unipress