საქართველო იმყოფება სახიფათო ჩიხში, რომელიც რისკს უქმნის ყველაფერს - დემოკრატიის გადატვირთვის დროა

ტომას ჰენდრიკ ილვესი - კურტ ვოლკერი

გამოქვეყნებულია  28 ნახვა განახლებულია 12 დღის წინ

ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ტომას ჰენდრიკ ილვესი და შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი ნატოში კურტ ვოლკერი საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ სტატიას აქვეყნებენ:

"საქართველო იმყოფება სახიფათო ჩიხში, რომელიც რისკს უქმნის ყველაფერს, რის მისაღწევადაც ქვეყანამ ამდენი იბრძოლა. ისტორიამ და უახლესმა ისტორიამაც, აჩვენა, რომ დემოკრატია მყიფეა. მხოლოდ ერთი მარცხი და ხანგრძლივი და რთული ბრძოლაა საჭირო მის უკან დასახევად. რთულად მოპოვებული გამარჯვებები მუდმივია არაა, დემოკრატია მუდამ დაცული უნდა იყოს.

ჩვენ ორნი, ათწლეულების განმავლობაში საქართველოს მხარდამჭერები და მეგობრები, ვიცავდით საქართველოს დასავლურ მოწოდებას და ქვეყანას მხარს ყველაზე რთულ დროსაც კი ვუჭერდით. დღეს ჩვენ ვწერთ იმისთვის, რომ ღრმა შეშფოთება გამოვხატოთ ქართულ დემოკრატიაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო. საქართველოს ხალხი იმსახურებს წინსვლას და არა გამოუვალ ჩიხში ყოფნას.

როგორც აღმოსავლეთში, ისე დასავლეთში ბევრი ამ ჩიხს სიხარულით, კმაყოფილებით უყურებს. ხელისუფლებები სიამოვნებით ელოდებიან დემოკრატიაში კიდევ ერთი ექსპერიმენტის დანახვას, ოცნებობენ საქართველოს "მართული დემოკრატიული ქვეყნების" ოჯახში დაბრუნებაზე. დასავლეთში ზოგიერთები, რომლებიც მკაცრად ეწინააღმდეგებიან საქართველოს "ტრანსატლანტიკურ სტრუქტურებში" ინტეგრაციას, საქართველოში შექმნილ ვითარებას განიხილავენ, როგორც კიდევ ერთ შესაძლებლობას იმის სათქმელად, რომ "თქვენ არ გეკუთვნით ჩვენთან ყოფნა". ჩვენ ვიცით, რომ ქართველებს გულში აქვთ თავისუფლება. მათ სურთ იყვნენ მსოფლიოში სხვა თავისუფლებისმოყვარე ადამიანებს შორის. მათ სურთ უსაფრთხოება და კეთილდღეობა და კარგი მმართველობა. საქართველოს ხვედრი ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებაა. არ გვეგულება ერთი ქართველი ოპოზიციაში ან მთავრობაში, რომელიც ამას არ ეთანხმება. თუმცა, ამ ორგანიზაციებში გაწევრიანებას დამსახურება უნდა. გარესამყაროსთვის საქართველო უიმედოდ გაყოფილ, მოუმწიფებელ დემოკრატიად და ეკონომიკად ჩანს, რომელიც პრაიმ თაიმისთვის მზად არ არის. ნატო-ს არც ერთ მთავრობას არ შეუძლია მხარი დაუჭიროს ახალ წევრ სახელმწიფოს, რომლის დემოკრატია, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების უნარი და კანონის უზენაესობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. განმარტებისთვის: ეს არ არის ხელისუფლების ან ოპოზიციის კრიტიკა. უფრო მეტიც, ეს არის მოწოდება, ორივემ მოძებნოს ერთმანეთთან საუბრის საშუალება ყველა ქართველის ინტერესებისთვის, მიუხედავად იმისა, ის „ქართული ოცნების“ ამომრჩეველია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, სხვისი, თუ საერთოდ არავისი. ქართველ ხალხს აქვს ძალიან ძლიერი იდენტურობის გრძნობა და საქართველოს ადგილი მსოფლიოში. ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა უნდა ითანამშრომლოს ქართველი ხალხის ამ მაღალი მისწრაფებების მისაღწევად, მაშინაც კი, თუ ისინი გარკვეულ საკითხებში ვერ თანხმდებიან.

პრემიერ-მინისტრის გადადგომით, ძირითადი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაპატიმრების შესაძლებლობით, საარჩევნო დარღვევების აღმოფხვრის პროცესზე შეთანხმების მიუღწევლობით და ახალი არჩევნების ჩატარების მოწოდებით იმის გარეშე, რომ სამართლიანად დადგინდეს, მოხდა თუ არა რამე არასწორად ბოლოს ჩატარებული არჩევნების დროს, საქართველო ჩიხშია შესული და ეს აზიანებს ქვეყანას საზღვარგარეთ. ორივე მხარემ უნდა გადადოს წარსული მოთხოვნები და ახლებურად შეხედოს რა სჭირდება ქვეყანას მომავალში. თუკი ამგვარი დიალოგის ფასილიტატორობა შეგვიძლია, ჩვენ ამას გავაკეთებთ. მაგრამ თავად ქართველმა ლიდერებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ყველაფერი ძალიან შორს წავიდა და საჭიროა გადატვირთვა"

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • საქართველო იმყოფება სახიფათო ჩიხში, რომელიც რისკს უქმნის ყველაფერს - დემოკრატიის გადატვირთვის დროა
  • unipress