სახელმწიფომ „ფრონტერასთან“ ხელშეკრულება აშშ-სთან სტრატეგიული ურთიერთობიდან გამომდინარე არ შეწყვიტა

ნათია თურნავა

გამოქვეყნებულია  287 ნახვა განახლებულია 12 თვის წინ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობას არბიტრაჟის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, "ფრონტერასთან" ხელშეკრულების მოშლის შესაძლებლობა ჰქონდა: 

„საერთაშორისო არბიტრაჟის მიერ ქართული მხარის პრაქტიკულად ყველა მოთხოვნა იყო მხარდაჭერილი და ჩვენ სრული შესაძლებლობა გვქონდა, რომ "ფრონტერასთან" კონტრაქტი მოგვეშალა იმის გამო, რომ ისინი მათზე დაკისრებულ მოვალეობებს ვერ ასრულებენ და არსებითი დარღვევა მოხდა კონტრაქტის. იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ვაფასებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას, საქართველოს მიმზიდველ საინვესტიციო იმიჯს, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ "ფრონტერა" თავისის სახელშეკრულებო არეალის ფარგლებში დარჩეს და შეუფერხებლად განაგრძოს მოპოვებითი სამუშაოები. აქედან გამომდინარე, ყველა დანარჩენი მცდელობა, ჩრდილი მიაყენონ ჩვენსა და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს შორის ურთიერთობას, უსუსური და არაფრის მომცემია და შედეგი ის დადგება, რომ უხერხულობაში ჩავარდება ზოგიერთი კონგრესმენი, იქიდან გამომდინარე, რომ არასწორი, მცდარი ინფორმაცია იქნება მათთვის მიწოდებული „ფრონტერას“ და მისი ლობისტების მხრიდან".

შეგახსენებთ,23 ივლისს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ მოშალოს "ფრონტერასთან" კონტრაქტი და შესაძლებლობა მისცეს კომპანიას, საქმიანობა განაგრძოს საწყისი საკონტრაქტო ტერიტორიის იმ ნაწილში, სადაც ნავთობის მოპოვება ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მიმდინარეობდა


თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • სახელმწიფომ „ფრონტერასთან“ ხელშეკრულება აშშ-სთან სტრატეგიული ურთიერთობიდან გამომდინარე არ შეწყვიტა
  • unipress