სახლში დარჩენილი ოჯახებისთვის, დენის და გაზის გათიშვა დანაშაულია - ბურჯანაძე

საქართველო

გამოქვეყნებულია  133 ნახვა განახლებულია 1 წლის წინ

რამდენიმე დღის წინ მივმართე ხელისუფლებას, რომ ხალხს კომუნალური გადასახადები გადაუვადდეს -  განაცხადა “ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ:

“ლარის კურსის ასეთი კატასტროფული ვარდნა არაფერ კავშირშია მსოფლიოში არსებულ გლობალურ პრობლემასთან. რაც ლარს დაემართა, არც ერთ ვალიუტას არ დამართნია. ჩვენმა ხელისუფლებამ ჯერ 40 მილიონი გამოიტანა ბაზარზე, მერე 60 მილიონი, მაგრამ ამან მხოლოდ დროებით და მცირედით გაამყარა ლარი. ანუ შედეგი ვერ მივიღეთ. მოსალოდნელია ლარი კიდევ უფრო დაეცეს, რაც შესაბამისად, ფასების ზრდას გამოიწვევს. მაგალითისთვის მოვიყვან დიდ ბრიტანეთს, რომელსაც უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობა აქვს. მაგრამ მიუხედავად ამისა, გამოვიდა ბრიტანეთის მთავრობა და გამოაცხადა, რომ ყველა იმ მოქალაქისთვის ვინც ხელფასის გარეშე დარჩა, განურჩევლად კერძო სექტორისა თუ სახელმწიფო ორგანიზაციაში მომუშავისა, ყველას ხელფასის 80% აუნაზღაურებს. სამწუხაროდ, მე არ შემიძლია ჩვენი ეკონომიკა დიდი ბრიტანეთისას შევადარო, მაგრამ მხოლოდ ბრიტანეთი არ არის ვინც საგანგებო პრევენციებს მიმართავს ეკონომიკური თვალსაზრისით. გამოდიან მთავრობები და აცხადებენ, რომ ყველანაირი სამთავრობო ხარჯებიდან ამცირებენ არააუცილებლ ხარჯებს და ანაწილებენ ბიუჯეტს. რას ვაკეთებთ ჩვენ? რას ეუბნება ჩვენი ხელისუფლება სახლში დარჩენილ ოჯახებს, რომლებიც ყოველდღიური არსებობისთვის იბრძვიან? რამდენიმე დღის წინ მე საგანგებოდ მივმართე ხელისუფლებას, რომ ხალხს კომუნალური გადასახადები გადაუვადდეს. ამ დროს გამოდის ერთ-ერთი კომპანია და აცხადებს, რომ გადაუხდელობის გამო აბონენტებს გაზს ჩაუჭრის. ეს არ არის ნორმალური და სასწრაფოდ უნდა გააკეთოს მთავრობამ ამაზე რეაგირება. დღეს, სახლში დარჩენილი ოჯახებისთვის, დენის და გაზის გათიშვა დანაშაულია. იმედი მაქვს, ხელისუფლებას, იმედის მომცემი რეაქცია ექნება”

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • სახლში დარჩენილი ოჯახებისთვის, დენის და გაზის გათიშვა დანაშაულია - ბურჯანაძე
  • unipress