სერგი კაპანაძე, გერმანულენოვანი გამოცემის "ჩიცეროს" სტატიას ეხმაურება, სადაც საქართველოს მთავრობის მიერ არასახარბიელო ზომებზეა საუბარი

სერგი კაპანაძე

გამოქვეყნებულია  81 ნახვა განახლებულია 5 თვის წინ

"ევროპული საქართველოს" საარჩევნო შტაბის ხელმძღავნელი, სერგი კაპანაძე, გერმანულენოვანი გამოცემის "ჩიცეროს" სტატიას ეხმაურება, სადაც საქართველოს მთავრობის მიერ არასახარბიელო ზომებზეა საუბარი უცხოელი ინვესტორების მიმართ. სერგი კაპანაძის თქმით, სტატიაში ასახული ის რეალობა, რომელზეც ხშირად საუბრობენ უცხოელი პარტნიორები, კონგრესმენები და ევროპარლამენტარები. სერგი კაპანაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული მსგავსი ზომები ცუდად იმოქმედებს ქვეყნის საინვესტიციო გარემოზე, საერთაშორისო იმიჯზე და ქვეყანაში ცხოვრების დონეზე.         


"ამ სტატიაში ასახულია ის რეალობა, რომელიც ყველამ კარგად ვიცით და რაზეც ხშირად საუბრობენ ჩვენი ამერიკელი პარტნიორები, კონგრესმენები და ევროპარლამენტარები. ნათქვამია, რომ საქართველოში მიმდინარეობს ბრძოლა უცხოური ინვესტიციების წინააღმდეგ, კონკრეტულად კი ამერიკული ინესტიციების წინააღმდეგ. ბუნებრივია, ეს ძალიან ცუდად იმოქმედებს ჩვენ საინვესტიციო გარემოზეც, საერთაშორისო იმიჯზეც და ქვეყანაში ცხოვრების დონეზეც. სწორედ ეს არის ასახული ამ სტატიაში და ეს დასკვნა, რომ ამიტომ საქართველო რუსულ ორბიტაზე ბრუნდება და რუსულ გეზს იღებს ნაცვლად დასავლურისა, არის ის, რასაც ძალიან ბევრი ადამიანი იზიარებს და კიდევ ერთი მაგალითია ეს სტატია იმისა, თუ რატომ უნდა წავიდეს ივანიშვილის ხელისუფლება ოპოზიციაში ოქტომბრის არჩევნებზე" - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • სერგი კაპანაძე, გერმანულენოვანი გამოცემის "ჩიცეროს" სტატიას ეხმაურება, სადაც საქართველოს მთავრობის მიერ არასახარბიელო ზომებზეა საუბარი
  • unipress