სომხეთის ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას გეგმავს

სომხეთი

გამოქვეყნებულია  346 ნახვა განახლებულია 7 თვის წინ

სომხეთის ხელისუფლება კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით, 16 მარტს შემოღებული საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას გეგმავს. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

სომხეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 330 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა რვა პაციენტი. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, განახლებული მონაცემებით, სომხეთში „კოვიდ-19“-ის 28 936 შემთხვევა ფიქსირდება, კორონავირუსისგან გარდაიცვალა 650 ადამიანი, კორონავირუსისგან კი 16 302 ადამიანი განიკურნა.

ცნობისთვის, სომხეთში შეზღუდვები 13 ივლისამდეა ძალაში


თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • სომხეთის ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას გეგმავს
  • unipress