სტამბოლში, ხორას მონასტერი მეჩეთად გადაკეთდება

სტამბოლი

გამოქვეყნებულია  323 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

თურქეთში ქრისტიანულ ტაძარს მეჩეთად გადააკეთებენ. საუბარია სტამბოლში მდებარე ხორას მონასტერზე, სადაც მაცხოვრის სახელობის ეკლესია მდებარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისის“ თურქული ბიურო ავრცელებს.

მონასტერს 1945 წლიდან მუზეუმის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული. თურქეთის სახელმწიფო საბჭომ ბიზანტიური ეპოქის მონასტრისთვის მინიჭებული მუზეუმის სტატუსი ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს გაუუქმა. ახლა კი, პრეზიდენტის განკარგულებით, ტაძარი რელიგიის საკითხთა დირექტორატს გადაეცემა და ის მეჩეთად გადაკეთდება.

ორას მონასტერი მეექვსე საუკუნეში აშენდა. ის სტამბოლის უძველესი ისტორიული ძეგლია, რომელიც ცნობილია ბიზანტიური პერიოდის უნიკალური ფრესკებითა და მოზაიკებით. ისევე, როგორც აია სოფია, კონსტანტინეპოლის დაპყრობის შემდეგ ხორას მონასტერი 1511 წელს მეჩეთად გადაკეთდა. 1945 წელს ტაძარი კარიეს მუზეუმად გამოცხადდა

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • სტამბოლში, ხორას მონასტერი მეჩეთად გადაკეთდება
  • unipress