ტექნიკურად აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს, მანამდე კი, უნდა მოხდეს შეთანხმება იმ წესების შეცვლაზე, რამაც ნაწილობრივ ამ კრიზისამდე მიგვიყვანა

გიგა ბოკერია

გამოქვეყნებულია  57 ნახვა განახლებულია 8 დღის წინ

"ტექნიკურად აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს. მანამდე კი, უნდა მოხდეს შეთანხმება იმ წესების შეცვლაზე, რამაც ნაწილობრივ ამ კრიზისამდე მიგვიყვანა. მარტო თამარ ჟვანიას საკითხს კი არ ვგულისხმობ, მთელი რიგი საკითხებია, პოლიტპატიმრების გათავისუფლებით დაწყებული. როცა გონს მოვა ივანიშვილი, რომ ამ მიმართულებით წასვლა ერთადერთი გზა არის, მერე ვისაუბრებთ ტექნიკურად, როგორც მოხდება ეს ყველაფერი, მაგრამ საკითხის ისე დასმა, ამ პარლამენტში შევიდეს ვინმე და მერე ვნახოთ, იქნება არჩევნები თუ არაო, ეგ გამორიცხულია.

ივანიშვილს ჩვენი ნდობა ნული აქვს, რადგან გამოცდილება გვაქვს. მთავარი არის ახალი, ნორმალური არჩევნების დანიშვნა, თამარ ჟვანიას მოხსნა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ეს არა მხოლოდ ოპოზიციის გამარჯვების, არამედ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის საკითხია. ეს არ ესმით ჯერ, მაგრამ პერსონალურად ივანიშვილისთვის გადარჩენის საკითხიცაა, ოღონდ ამას ჯერ ვერ ხვდებიან. ამ შემთხვევაში ნიშნის მოგების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ისეთი საფრთხე შეუქმნეს ქვეყანას და საკუთარ მომავალსაც, რაც დროზე შეცვლიან თავის პრინციპულ პოზიციას, მით უკეთესი ქვეყნისთვის და მათთვის. ამიტომ, ახლა დროა ჩართული ასე, როდის მოვა გონს ივანიშვილი. გამოსავალი არის ნორმალური, ახალი არჩევნები.

მესმის, რომ სხვადასხვა ადამიანები ასეთ კრიზისებზე სხვადასხვაგვარად რეაგირებენ. თავისთავად, პარლამენტის ბოიკოტი კარგი არ არის. "ევროპული საქართველოს" პოზიცია ყოველთვის ასეთი იყო, რომ არჩევნებში ცუდი შედეგის გამო, დემოკრატიული პროცესების იგნორირება, არასწორი და მიუღებელია. ჩვენ არ გვერიდება არანაირი კრიტიკის, როცა მიგვაჩნია, რომ ჩვენი აზრით, ქვეყანას ამ ტიპის ნაბიჯის გადადგმა სჭირდება. ამ შემთხვევაში, არჩევანი არის ცუდსა და ბევრად უარესს შორის. ანუ, სრული უიმედობის დანერგვა ხალხში არჩევნების მიმართ, ეს არის სწორედ საშიში. ამიტომ, როცა ვინმე ამბობს, რომ პარლამენტის ბოიკოტი ცუდია, გასაგებია, ოღონდ რა ალტერნატივა არის კარგი?! ერთადერთი, რაც შეიძლება მოხდეს, ეს არის ახალი, ნორმალური არჩევნები. საქართველო არ დადგება იმ გზაზე, რომ ხალხის ნაცვლად ვინმე, მითუმეტეს, ასეთი სამარცხვინო ოლიგარქი წყვეტდეს რამდენი ხანი დარჩება ხელისუფლებაში" - განაცხადა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ტექნიკურად აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს, მანამდე კი, უნდა მოხდეს შეთანხმება იმ წესების შეცვლაზე, რამაც ნაწილობრივ ამ კრიზისამდე მიგვიყვანა
  • unipress