ტომი ტეილორი - ცაში გამქრალი ვარსკვლავი

ტომი ტეილორი

გამოქვეყნებულია  5,321 ნახვა განახლებულია 10 თვის წინ

ტომი ტეილორი 1932 წლის 29 იანვარს დაიბადა ინგლისის ქალაქ ბარნსლიში.

მიუნხენის ავიაკატასტროფას შეწირული "მანჩესტერ იუნაიტედის" რვა ფეხბურთელთაგან იგი ერთ-ერთი იყო. ტომი თვითმფრინავის ჩამოვარდნისთანავე დაიღუპა. "მანჩესტერ იუნაიტედში" მან მხოლოდ 5 სეზონი ჩაატარა და 100-ზე მეტი გოლი გაიტანა. ინგლისის ჩემპიონატის 166 მატჩში 112 გოლი შეაგდო!

1949 წელს ტეილორი "ბარნსლის" წევრი გახდა.1953 წელს კი, "მანჩესტერ იუნაიტედში" გადაბარგდა. 1953-1957 წლებში სუპერფორვარდი ინგლისის ნაკრებში თამაშობდა. სანაკრებო 19 მატჩში 16 გოლი გაიტანა; სწორედ ტომი ტეილორი და მიუნჰენის ტრაგედიის მეორე მსხვერპლი - დუნკან ედვარდსი განაპირობებდნენ ინგლისის ნაკრების ძლერებას. ინგლისი შვედეთში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტად ითვლებოდა.განსაკუთრებით მაშ შემდეგ,რაც "უემბლიზე" შესანიშნავ სტილში დაამარცხა ბრაზილია (4:2), ტომი ტეილორმა კი ორი გოლი გაუტანა ბრაზილიელებს.1956 წელი,9 მაისი. 97000 მაყურებელი...

შემდეგ იყო მიუნჰენი.... ტომი ტეილორი, ბარნსლიში, მონქ ბრეტონის სასაფლაოზე დაკრძალეს.

წამყვანი ფეხბურთელების გარეშე დარჩენილმა ინგლისმა, ვერ დაწერა ისტორია. შვედეთის სტადიონები, პელემ და გარინჩამ დაიპყრეს. დარჩა სევდა და კითხვის ნიშანი: როგორი იქნებოდა ტეილორიან-ედვარდსიანი შვედური მუნდიალი, ვინ იქნებოდნენ პელე,გარინჩა. პელე,რა თქმა უნდა, პელე იქნებოდა,მაგრამ,ალბათ, 4 წლის შემდეგ             

გიორგი ლეჟავა

Image
Image
Image
Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ტომი ტეილორი - ცაში გამქრალი ვარსკვლავი
  • unipress