უაღრესად შემაშფოთებელია, როდესაც ამომრჩეველთა დაშინების შემთხვევები გვესმის, ან კონკრეტული არჩევანის გაკეთებას აიძულებენ

კელი დეგნანი

გამოქვეყნებულია  65 ნახვა განახლებულია 5 დღის წინ

უაღრესად შემაშფოთებელია, როდესაც ამომრჩეველთა დაშინების შემთხვევები გვესმის, როდესაც გვესმის, რომ ამომრჩევლებს არჩევნებზე წასვლისგან თავის შეკავებას, ან კონკრეტული არჩევანის გაკეთებას აიძულებენ - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ისაუბრა:

"ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით წინასაარჩევნო ანგარიშებს, რომლებსაც რესპექტაბელური ორგანიზაციები აქვეყნებენ, მაგალითად ISFED (სამართლიანი არჩევნებისა და დამეკორატიის საერთაშორისო საზოგადოება) და სხვა ორგანიზაციები, რომლებიც წინასაარჩევნო გარემოს იკვლევენ. რასაკვირველია, უაღრესად შემაშფოთებელია, როდესაც ამომრჩეველთა დაშინების შემთხვევები გვესმის, როდესაც გვესმის, რომ ამომრჩევლებს არჩევნებზე წასვლისგან თავის შეკავებას, ან კონკრეტული არჩევანის გაკეთებას აიძულებენ. საქართველომ ბევრი იმუშავა საარჩევნო კანონმდებლობის მისაღებად და როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, ყველაზე საკვანძო მიღებული კანონმდებლობის მტკიცედ აღსრულება და იმპლემენტაციაა. 

ასე რომ, ჩვენ განვაგრძობთ ახლო თანამშრომლობას იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც წინასაარჩევნო პროცესებს უწევენ მონიტორინგს, რათა ცნობიერების ამაღლებაზე ვიზრუნოთ მაშინ, როდესაც კანონმდებლობის დარღვევის და ამომრჩეველთა დაშინების სხვადასხვა ტაქტიკების შესახებ შევიტყობთ"

Image

infoclear

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

infoclear
  • უაღრესად შემაშფოთებელია, როდესაც ამომრჩეველთა დაშინების შემთხვევები გვესმის, ან კონკრეტული არჩევანის გაკეთებას აიძულებენ
  • unipress