უკრაინაში უშიშროების გენერალ-მაიორი ФСБ-ს აგენტობის ბრალდებით დააკავეს

უკრაინა

გამოქვეყნებულია  767 ნახვა განახლებულია 1 წლის წინ

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა უწყების მაღალჩინოსანი, გენერალ-მაიორი ვალერი შაიტანოვი დააკავა, რომელიც, მათი განცხადებით მაღალჩინოსანი არის რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ფსბ) აგენტი. უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, შაიტანოვს ბრალი ედება სამშობლოს ღალატსა და ტერორისტული აქტების ჩადენაში:

„კერძოდ, რუსეთის სპეცსამსახურების დავალებით იგი აპირებდა ცნობილი მოხალისის [რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონბასსა და ლუგანსკის რეგიონებში მიმდინარე ომის], ადამ ოსმაევის მვკლელობას. სბუ-მ შეაგროვა საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც ცხადყოფენ — შაიტანოვი არის რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახურის აგენტი".

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ შაიტანოვის ბრალეულობა მტკიცდება არსებული ვიდეო/აუდიოჩანაწერებით. უწყების ცნობით, შაიტანოვის კოორდინირებით დაკავებული იყო ფსბ-ს პოლკოვნიკი იგორ ეგოროვი, რომელმაც შაიტანოვის გადაბირება უკრაინაში ვიზიტისას მოახერხა.

შაიტანოვი აგრეთვე დაკავებული იყო უკრაინული სპეცსამსახურების ოფიცრების გადაბირებით ფსბ-ს დავალებების შესასრულებლად, ხოლო თავად იგი გადასცემდა მოსკოვს ინფორმაციას უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის შესახებ, მათ შორის საიდუმლო ოპერაციებზე. აგრეთვე შაიტანოვი მოსკოვს აწვდიდა ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნებზე და ხელმძღვანელობაზე.

საქმეში აგრეთვე ფიგურირებს შაიტანოვის მიერ გადაბირებული „აგენტი Н“, რომელიც ეგოროვსა და შაიტანოვს გერმანიაში, ხორვატიაში და საფრანგეთში ხვდებოდა:

„გამოძიებას აგრეთვე აქვს უდავო მტკიცებულებები, რომ რუსეთის სპეცასმსახურების დავალებით შაიტანოვი აპირებდა უკრაინის ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების ჩატარებას, რისთვისაც ფსბ-ს წარმომადგენელი მას დაპირდა ჯილდოს — 200 000 აშშ დოლარს და რუსეთის მოქალაქის პასპორტს. [დავალების] შემსრულებლად შაიტანოვმა სპეციალურად შეარჩია სპეცდანაყოფების ყოფილი თანამშრომელი. ამ დანაშაულებისთვის მომზადება მკაფიოდაა დაფიქსირებული საქმის მასალებში“


თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • უკრაინაში უშიშროების გენერალ-მაიორი ФСБ-ს აგენტობის ბრალდებით დააკავეს
  • unipress