უკრაინის ეროვნული გვარდიის მეთაურს კორონავირუსი დაუდგინდა

უკრაინა, ეროვნული გვარდია

გამოქვეყნებულია  488 ნახვა განახლებულია 7 თვის წინ

უკრაინის ეროვნული გვარდიის მეთაურს, გენერალ-ლეიტენანტ მიკოლა ბალანს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ Facebook-ზე ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ანტონ გერაშჩენკო წერს.

მისი თქმით, მიკოლა ბალანთან დაავადება თითქმის უსიმპტომოდ მიმდინარეობს და გენერალ-ლეიტენანტი თავს კარგად გრძნობს.

ეროვნული გვარდიის მეთაური თვითიზოლაციაში იმყოფება. ბოლო დღეების განმავლობაში მასთან კონტაქტის მქონე ყველა პირს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდება. მიკოლა ბალანის ავადმყოფობის გამო მის მოვალეობას დროებით გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ კონდრატიუკი შეასრულებს


infoclear

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

infoclear
  • უკრაინის ეროვნული გვარდიის მეთაურს კორონავირუსი დაუდგინდა
  • unipress