უხანში დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის სკოლები 6 მაისს გაიხსნება

ჩინეთი

გამოქვეყნებულია  255 ნახვა განახლებულია 7 თვის წინ

უხანში დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის სკოლები 6 მაისს გაიხსნება. „სიენენის“ ინფორმაციით, მოსწავლეები სკოლებში ჩინეთის საუნივერსიტეტო გამოცდებისთვის მოსამზადებლად დაბრუნდებიან.

გამოცდები პანდემიის გამო ერთი თვით გადავადდა და ახლა ივლისშია დაგეგმილი.

როგორც უხანის საგანმანათლებლო ბიუროში აცხადებენ, სკოლებში შეიმუშავეს სამეტაპიანი გეგმა, რომელიც მოსწავლეებს ახალ რეჟიმთან ადაპტაციაში დაეხმარება. მოსწავლეებს წვდომა ექნებათ ფსიქოლოგიური დახმარებაზეც, რათა ონლაინრეჟიმიდან, სწავლის ტრადიციულ მეთოდებთან ადაპტაცია გაუმარტივდეთ.

ამ ეტაპისთვის სკოლებს მხოლოდ დამამთავრებელი კლასის სტუდენტები უბრუნდებიან. ბიუროში აცხადებენ, რომ სხვა კლასების მოსწავლეები სწავლის ჩვეულ რეჟიმს ეტაპობრივად დაუბრუნდებიან


infoclear

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

infoclear
  • უხანში დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის სკოლები 6 მაისს გაიხსნება
  • unipress