ფეხბურთელთა ღირებულება ცხრა მილიარდით შემცირდა

ფეხბურთი

გამოქვეყნებულია  3,186 ნახვა განახლებულია 10 თვის წინ

ფეხბურთელთა სატრანსფერო ღირებულების საერთო დანაკარგი მთელს მსოფლიოში 9.22 მილიარდ ევროს გაუტოლდება. ამის შესახებ დაწერა პორტალმა „ტრანსფერმარკტმა“. მიზეზი კორონავირუსის პანდემიაა.

საშუალოდ, ფეხბურთელთა ღირებულება 20 პროცენტით დაეცა. გამონაკლისია 1998 წელს ან უფრო ადრე დაბადებული ფეხბურთელები – მათმა ღირებულება იკლო 10 პროცენტით.

დღეს, მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელის, „პარი სენ-ჟერმენის” ფორვარდის კილიან მბაპეს ღირებულებად Transfermarkt 180 მილიონ ევროს ასახელებს. ფრანგის ფასი 20 მილიონით დაეცა.

მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ „მანჩესტერ სიტის“ შემტევი რაჰიმ სტერლინგი და პსჟ-ის ფორვარდი ნეიმარი – მათი ღირებულებაა 128 მილიონი ევრო.

„ბარსელონას“ ფორვარდის ლიონელ მესის ღირებულებაა 112 მილიონი ევრო. კორნავირუსამდე არგენტინელის ფასი იყო – 140 მილიონი

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ფეხბურთელთა ღირებულება ცხრა მილიარდით შემცირდა
  • unipress