პენსილვანიის ქალაქ ფილადელფიაში პოლიციის მხრიდან სროლის შედეგად შავკანიანი მამაკაცის გარდაცვალებას არეულობა მოჰყვა.
დემონსტრანტები თავდაპირველად პოლიციის შენობასთან შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობა დაიწყეს. მშვიდობიანი დემონსტრაცია მალე არეულობაში გადაიზარდა. დაშავებულია 30-მდე სამართალდამცველი და დაკავებულია ათობით ადამიანი.
ფილადელფიაში მობილიზებულია ეროვნული გვარდიის დანაყოფები. პოლიციის განცხადებით, ასობით ადამიანი ქალაქში მაროდიორობაში მონაწილეობს. სოციალურ ქსელებში ვრცელდება კადრები, თუ როგორ გააქვთ მაღაზიებიდან ნივთები.
26 ოქტომბერს ფილადელფიის პოლიციის თანამშრომლებმა რამდენიმე გაფრთხილების შემდეგ ცეცხლი გაუხსნეს 27 წლის ფერადკანიან მამაკაცს, უოლტერ უოლესს, რომელიც რომელიც დანით იყო შეიარაღებული
They’re looting Walmart now in Philadelphia tonight pic.twitter.com/62S1QD5QLd
— Jack Posobiec ?? (@JackPosobiec) October 28, 2020
0 კომენტარი