ფორს-მაჟორში მყოფი ბიზნესი და მოსახლეობა, ბანკებისგან სრულიად იგნორირებულია - დავით ჭიჭინაძე

დავით ჭიჭინაძე

გამოქვეყნებულია  317 ნახვა განახლებულია 11 თვის წინ

ფორს-მაჟორში მყოფი ბიზნესი და მოსახლეობა, ბანკებისგან სრულიად იგნორირებულია, - განაცხადა პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ:

„ძალიან ბევრი საუბარია ბანკებთან მიმართებაში, რომ სამი თვით გადაუვადეს ადამიანებს პროცენტის გადახდა. რეალურად ხდება ახალი სესხები გაცემა და არაფრის გადავადება, რეალურად ადამიანებს ეზრდებათ კრედიტი და პროცენტიც შესაბამისად ემატებათ ამ კრედიტზე. სამოქალაქო კოდექსში არის ასეთი მუხლები, 348-ე, 398-ე და 401-ე, რომელიც პირდაპირ მიუთითებს, რომ თუ ქვეყანაში არის ფორსმაჟორული სიტუაცია, ეს მარტო საგანგებო მდგომარეობას არ ეხება, თუ მაგალითად, ცუდი ამინდიც არის, კომპანია ვერ ასრულებს თავის ვალდებულებას, ამასაც კი, ფორსმაჟორი ჰქვია. სამწუხაროდ, ჩვენმა ბანკებმა 2008 წლის მერე ხელშეკრულებებიდან ამოიღეს ეს მუხლი, ფორსმაჟორი. რეალურად, კანონი არეგულირებს ამ ხელშეკრულებებში ფორსმაჟორის არსებობას, შესაბამისად, ეს გულისხმობს ვალდებულებების შეჩერებას ორივე მხარის მიმართ. თუ ჩაიკითხავთ ამ მუხლებს, ვნახავთ, რომ ეს არის ახალი გარემოებები. ამ ახალ გარემოებებს სჭირდება ახალი ხელშეკრულება, ანუ თუ არ ხდება ახალი შეთანხმების დადება, ხელშეკრულება ამ მომენტში ბათილად მიიჩნევა. როდესაც 21 მარტს ჩვენ ვამტკიცებდით საგანგებო მდგომარეობას, საპარლამენტო მდივანს დავუსვი ეს კითხვა, ფორსმაჟორთან მიმართებაში. მან მიპასუხა, რომ ეს არის ხელშეკრულებებით დარეგულირებული.

რადგანაც ხელშეკრულებებში არ დევს ეს მუხლი და შეგნებულად ამოღებული აქვთ ბანკებს, ვფიქრობ, თქვენ, როგორც ეკონომიკური საბჭოს წევრმა, უნდა დააყენოთ ეს საკითხი, რომ ადამიანები გავათავისუფლოთ ამ პირობებში. უამინდობა თუ ფორსმაჟორია, ვხედავთ, გარკვეულწილად საზღვრები ჩაიკეტა, ჩინური კომპანია იყო თუ რაღაც, ყველას უჩერებენ იმ მომენტში ვალდებულებებს, სანამ ვერ ხდება რაღაცის შემოტანა-გატანა. ადამიანები ვერ ასრულებენ მათზე დაკისრებულ ვალდებულებებს და ამ ყველაფრის გამო ხდება რაღაცების გადადება, მაგრამ რა ფენომენი არის ბანკებთან მიმართებით, რომ მათთან მიმართებაში ამას ვერ ვამუშავებთ, რადგან სილამაზის სალონები იქნება, ტანსაცმლის მაღაზიები, ბაზრობები იქნება თუ სხვა, ადამიანებს სამსახურში არ ვუშვებთ და აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ეს არის პირდაპირი ფორსმაჟორი, თან მით უმეტეს კონსტიტუციაში წერია, როცა ეპიდემია არის ქვეყანაში,  საგანგებო მდგომარეობა ცხადდება და საგანგებო მდგომარეობის პირობებში ვაუქმებთ გარკვეულ მუხლებს“


თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ფორს-მაჟორში მყოფი ბიზნესი და მოსახლეობა, ბანკებისგან სრულიად იგნორირებულია - დავით ჭიჭინაძე
  • unipress