"ქართული მარში" არის პირდაპირ ხელდასმული ორგანიზაცია "ქართული ოცნების" მიერ, მათი ასეთი ქმედებები "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო გეგმაა

ევროპული საქართველო

გამოქვეყნებულია  29 ნახვა განახლებულია 10 დღის წინ

"ევროპული საქართველოს" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, ნიკა მელიას ოფისთან ქართული მარშის აქციას ეხმაურება. კაპანაძის თქმით, ქართული მარში არის "ქართული ოცნების" ხედასმული ორგანიზაცია და მათ ინსტრუქციებს ასრულებს. კაპანაძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლებას მხოლოდ ეს ინსტრუმენტები დარჩა ოპონენტებთან საბრძოლველად, რადგან ისინი ვერ ართმევენ თავს ვერცერთ გამოწვევას.

„ქართული მარში რა ორგანიზაციაა ყველამ ვიცით, ის არის პირდაპირ ხელდასმული ორგანიზაცია ქართული ოცნების მიერ, მათი ყველა პოლიტიკის მთავარი მხარდამჭერი ამ ბოლო წლების გნამავლობაში. გადახედეთ ქართული მარშის სიას და თქვენ ნახავთ, რომ მასში არიან ქართული ოცნების წარმომადგენლები, ზოგი ყოფილი, ზოგი მოქმედი, ადმინისტრაციული თანამდებობების მქონე ადამიანები, მინისტრის მოადგილეები და ასე შემდეგ.

ისინი არიან პირდაპირ შერწყმული ორი ორგანიზაცია, უბრალოდ ცოტა უფრო რადიკალური ფრთა არის პოზიციონირებით ქართული მარში, ამიტომ, ნებისმიერი ასეთი ქმედება, აქციები, პიკეტირება ოპოზიციურ ოფისებთან არ აქვს მნიშვნელობა ნაციონალური მოძრაობის იქნება თუ სხვა ოპოზიციური ფლანგის, ეს არის პირდაპირ ქართული ოცნების წინასაარჩევნო გეგმა.

იმ პირობებში, როდესაც მათ არაფრის შეთავაზება არ შეუძლიათ საზოგადოებისთვის, არცერთი პრობლემის მოგვარებაზე არ საუბრობენ, არც ეკონომიკის, არც კოვიდის, არც სიღარიბის, არც უმუშევრობის, ერთადერთი რაც მათ დარჩათ არის ეს, ძალადობის, აგრესიის გზით, დაშნინების, მოსყიდვის გზით და იმაზე ხაზგასმის გზით, რომ წინა ხელისუფლებამ რაღაცეები დააშავა და ბრალდებების მოგონებით. ეს არის მათი ერთადერთი დარჩენილი ინსტრუმენტები და შეუძლებელია, რომ ამ გზით შეინარჩუნონ ხელისუფლება, ეს არის რეცეპტი კატასტროფის.“ - განაცხადა კაპანაძემ

Image

infoclear

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

infoclear
  • "ქართული მარში" არის პირდაპირ ხელდასმული ორგანიზაცია "ქართული ოცნების" მიერ, მათი ასეთი ქმედებები "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო გეგმაა
  • unipress