"ქართული ოცნება" არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მუდმივად საუბრობს წარსულზე იმიტომ, რომ არაფერი აქვს სათქმელი მომავალზე

დავით ბაქრაძე

გამოქვეყნებულია  257 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მუდმივად საუბრობს წარსულზე იმიტომ, რომ არაფერი აქვს სათქმელი მომავალზე.

"ეს არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც აშინებს ადამიანებს წარსულით, რომ არ მოითხოვონ უკეთესი მომავალი. ეს არის ძალა, რომელიც აზიანებს წარსულს იმისთვის, რომ ამით დაგვინგრიოს მომავალი. ამიტომ, ერთხელ და სამუდამოდ, ოქტომბრის არჩევნებზე უარი უნდა ვუთხრათ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც არ შეუძლია შემოგვთავაზოს წინსვლა, პრობლემების მოგვარება და იმ თემების გადაწყვეტა, რომლებიც ხალხს დღეს აწუხებს, როგორიცაა, კრიმინალი, უმუშევრობა, სიღარიბე, გაძვირებული ცხოვრება, ამ ყველაფრის ნაცვლად კიდევ ერთხელ გვესმის მუდმივი ბრძოლა წარსულთან და წარსულის გამოყენება, რომ ადამიანებმა უკეთესი ცხოვრება არ მოითხოვონ მომავალში"

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • "ქართული ოცნება" არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მუდმივად საუბრობს წარსულზე იმიტომ, რომ არაფერი აქვს სათქმელი მომავალზე
  • unipress