"ქართული ოცნება" სუს-ს და შსს-ს იყენებს არა კრიმინალთან საბრძოლველად, არამედ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ

ირმა ნადირაშვილი

გამოქვეყნებულია  122 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

"ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატის რუსთავსა და გარდაბანში, ირმა ნადირაშვილის თქმით, ივანიშვილის ხელისუფლება პოლიციასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს იყენებს არა კრიმინალთან საბრძოლველად, არამედ თავისი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, ამრიგად მომატებული კრიმინალი გასაკვირი არ არის.

ნადირაშვილმა აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილს მხოლოდ რამდენიმე დღე დარჩა ხელისუფლებაში და ამის შემდეგ ის ვეღარ შეძლებს ქვეყნის დაზიანებასა და ჩამოქცევას.

„ფაქტი ერთია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროც და სუს-იც, ეს არის პოლიტიკური იარაღი ქართული ოცნების ხელში, ისინი არ ასრულებენ თავის მთავარ მოვალეობას, ეს არის კრიმინალთან ბრძოლა, ისინი ჩართული არიან არჩევნებში და სუს-ით და პოლიციით თავის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს ებრძვიან.

ამას მოყვა ინსტიტუტების ჩამოშლა, ამას მოყვა კრიმინალის აფეთქება, რაც მოხდა ზუგდიდში, ეს იყო პირდაპირ წახალისება ძარცვის, ყაჩაღობის და ახალი ტალღა, რაც ზუგდიდის მოვლენებმა გამოიწვია საერთოდაც არ არის გასაოცარი.

შესაბამისად, სულ რამდენიმე  დღე დარჩა ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლებაში ყოფნის და ამის შემდეგ ის ქვეყნის დაზიანებასა და ჩამოქცევას ვეღარ შეძლებს.“ - განაცხადა ნადირაშვილმა.

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • "ქართული ოცნება" სუს-ს და შსს-ს იყენებს არა კრიმინალთან საბრძოლველად, არამედ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ
  • unipress