IRI-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, გამოკითხულთა ქართული ოცნება 36%, გადაუწყვეტელი - 25%, ნაცმოძრაობა - 15%, ევროპული საქართველო - 4%.
კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას, IRI-ს კვლევის პასუხებით, ხმათა რაოდენობა ასე გადანაწილდა:
ქართული ოცნება - 33%
ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია - 15%
ევროპული საქართველო - 4%
სტრატეგია აღმაშენებელი - 4%
პატრიოტთა ალიანსი 3%
ლეიბორისტული პარტია 3%
ალეკო ელისაშვილის პარტია 2%
ლელო 2%
გირჩი 2%
დემოკრატიული მოძრაობა 1%
ჩვენი საქართველო-სოლიდარობისთვის 1/%
თავისუფალი საქართველო 1%
25% ამბობს, რომ არ გადაუწყვეტია, ვის მისცემდა ხმას
გამოკითხვა Institute of Polling and Marketings-მა 4-დან 21 აგვისტოს შუალედში ჩაატარა. კვლევის ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს გზით 1 500 მოქალაქე გამოიკითხა. კვლევა US Agency for International Development-ის მიერაა დაფინანსებული. მისი საშუალო ცდომილება 2.5%-ია.

0 კომენტარი