"ქართული ოცნებისთვის" არც გამოძიება არის მნიშვნელოვანი, რომ ამ საკითხს ნათელი მოჰფინოს, არც იმის გარკვევა, თუ როგორ და რა გზებით ერევა რუსეთი ჩვენ არჩევნებში

სერგი კაპანაძე

გამოქვეყნებულია  179 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

ჩვენთვის გასაკვირია, დამოკიდებულება "ქართული ოცნების" მხრიდან, რომლისთვისაც არაფერს მნიშვნელობა არ აქვს. მათთვის არც გამოძიება არ არის მნიშვნელოვანი, რომ ამ საკითხს ნათელი  მოჰფინოს, არც იმის გარკვევა არის მნიშვნელოვანი თუ როგორ და რა გზებით ერევა რუსეთი ჩვენ არჩევნებში - ამის შესახებ განცხადება, "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგი კაპანაძემ გააკეთა.

"ევროპული საქართველოს" საარჩევნო შტაბის ხელმძღავნელი, სერგი კაპანაძე ასლან ბჟანიას განცხადებას ეხმაურება.

სერგი კაპანაძის თქმით, როგორც ბჟანიას განცხადებები, ისე პატრიოტთა ალიანსის ქმედებები, არის რუსეთის დაკვეთა, ხოლო საქართველოს ხელისუფლების სიჩუმე და ამ საქმის არ გამოძიება არის სამარცხვინო და ამ ყველაფერს სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები.

„მიმაჩნია, რომ როგორც ბჟანიას განცხადებები, ისე ის მასალები, რომლებიც გავრცელდა დოსიეს მიერ, განცხადებები, ინფორმაცია და დოკუმენტები სადაც პირდაპირ არის კავშირები პატრიოტთა ალიანს და რუსეთს შორის გასაკვირი არ არის. პატრიოტთა ალიანსს ადრეც აქვს გაკეთებული განცხადებები და ამანაც მიიპყრო ყურადღებაოკუპირებულ რეგიონში,იმის თქმა, რომ აღიარება შეიძლება იყოს შესაძლებელი, ჩვენ ვნახეთ თუ როგორი ტიპის პროპაგანდას ეწევიან ისინი, როდესაც თურქულ საფრთხეზე და აჭარის ოკუპაციაზე საუბრობენ, ამგავრი განცხადებები ჩვენთვის გასაკვირი არ არის, არც ეს შეფასებები არ არის გასაკვირი.

ჩვენთვის გასაკვირია, დამოკიდებულება ქართული ოცნების მხირად, რომლისთვისაც არაფერს მნიშვნელობა არ აქვს. მათთვის არც გამოძიება არ არის მნიშვნელოვანი, რომ ამ საკითხს ნათელი  მოჰფინოს, არც იმის გარკვევა არის მნიშვნელოვანი თუ როგორ და რა გზებით ერევა რუსეთი ჩვენ არჩევნებში და დღეს ადამ კიზინგერის, ჩვენი დიდი მეგობრის განცხადება , რომელიც ზუსტად ამაზე საბრობს  და გამოხატავს შეშფოთებას, რომ რუსეთი ერევა ჩვენ არჩევნებში არის მკაფიო მაგალითი ჩვენი მეგობრობის.. მსგავსი  განცხადება არ გვინახავს ქართული ოცნების მხრიდან ,ეს არის კონტარსტი, ეს არის რაც უნდა შეიცვალოს და ამიტომ გვჭირდება გარდამტეხი ცვლილებები, რომ ასეთი ხელისუფლება აღარ გვყავდეს, რომელიც იმას არ აკეთებს რაც ევალება და ჩვენი მოგებრებისაგან გვესმის ის, რაც უნდა გვესმოდეს ჩვენი ხელისფლებისაგან.  - აცახდებს სერგი კაპანაძე

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • "ქართული ოცნებისთვის" არც გამოძიება არის მნიშვნელოვანი, რომ ამ საკითხს ნათელი მოჰფინოს, არც იმის გარკვევა, თუ როგორ და რა გზებით ერევა რუსეთი ჩვენ არჩევნებში
  • unipress