"ქართული ოცნების" ინიციატივა უცხოელი პარტნიორების თვალში მათი დაზიანებული იმიჯის გამოსწორებას ემსახურება

დავით ბაქრაძე

გამოქვეყნებულია  109 ნახვა განახლებულია 5 თვის წინ

ეს არის უბრალოდ მცდელობა მოატყუონ ჩვენი უცხოელი პარტნიორები და გამოასწორონ ნაწილობრივ ის ძალიან დაზიანებული იმიჯი, რომელიც "ქართულ ოცნებას" გააჩნია უცხოელ პარტნიორებში - ამის შესახებ განცხადება, "ევროპული საქართველოს" ლიდერმა დავით ბაქრაძემ გააკეთა, რითაც ხელისუფლების ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც საარჩევნო კოდექსში ცვლილებების და შეზღუდვების გამკაცრებას ითვალისწინებს:      

"ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით ევროპულ საქართველოს  ჰქონდა კონკრეტული წინადადებები საარჩევნო კოდექსში შესატანად, მაგალითად, ხმის ფარულობასთან დაკავშირებული გვქონდა კონკრეტული წინადადება, თუ როგორ უნდა აკრძალულიყო მობილური ტელეფონების გამოყენებით იძულება მოსახლეობის, რომ გადაეღოთ ფოტოები. მაგალითად ხმის მიცემის იძულებასთან და დაშინებასთან დაკავშირებით გვქონდა კონკრეტული წინადადება, როგორ უნდა აკრძალულიყო  შეკრებები  საარჩევნო უბნების წინ, სადაც ქართული ოცნება ქუჩის  კრიმინალებისა და თანამდებობის პირების დახმარებით გავლენას და იძულებას ახდენს ამომრჩევლთა ნებაზე.

ყველა ეს კონკრეტული ინიციატივა ქართულმა ოცნებამ ჩააგდო და არცერთი არ იქნა მიღებული. ამიტომ, იმ პირობებში როდესაც არ არსებობს რაიმე კონკრეტული მექანიზმი, საუბარი იმაზე, რომ თურმე პასუხისმგებლობის ფორმა, ზოგადად იცვლება ადმინისტრაციულიდან სისხლის სამართლებრივზე, ეს არის უბრალოდ მცდელობა მოატყუონ ჩვენი უცხოელი პარტნიორები და გამოასწორონ ნაწილობრივ ის ძალიან დაზიანებული იმიჯი, რომელიც ქართულ ოცნებას გააჩნია საერთაშორისო საზოგადოებაში.

დღემდე, ყველა ეს მოქმედება იყო დასჯადი, დღემდე არცერთი ხელისუფლების მხარდამჭერი არ დასჯილა ასეთი მოქმედების და კანონის დარღვევისთვის, დღემდე ხელისუფლებამ უარი განაცხადა ყველა კონკრეტული მექანიზმის მიღებაზე, რომელიც არჩევნებს გახდიდა უკეთეს და გამორიცხავდა ასეთი ტიპის დარღვევებს, ამიტომ ამ ვითარებაში არსებობს ნულოვანი ნდობა, რომ ქართული ოცნება ამ ინიციატივით, მართლაც ცდილობს ვითარების გაუმჯობესებას. ამრიგად, გამოსავალი არის ერთადერთი, ეს გახლავთ მეტი ადამიანის მოსვლა არჩევნებზე, არჩევნებში გამარჯვება და სისტემური ცვლილებები, რომლებიც ქვეყანს მოუტანს უკეთესობას ყველა მიმართუელბით, მათ შორის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების კუთხითაც"

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • "ქართული ოცნების" ინიციატივა უცხოელი პარტნიორების თვალში მათი დაზიანებული იმიჯის გამოსწორებას ემსახურება
  • unipress