"ქართული ოცნების" მიღწევა - კორონავირუსთან ბრძოლა, წარუმატებლობა - უმუშევრობა

IRI

გამოქვეყნებულია  102 ნახვა განახლებულია 9 თვის წინ

IRI-ს კვლევების მიხედვით, გამოკითხულთა 22% ხელისუფლების ქმედითუნარიანობას კორონავირუსთან ბრძოლაში ხედავს, 12% კი ჯანდაცვის რეფორმის გატარებას აფასებს დადებითად, ინფრასტრუქტურა და სტაბილურობა 4-4%-ს მოსწონს.

26 % ვერ ასახელებს, თუ რა წარმატებული ნაბიჯები გადადგა მთავრობამ, ხოლო გამოკითხულთა 17%-ს ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს.

რაც შეეხება ხელისუფლების მთავარ წარუმატებლობას, 10% თვლის, რომ ეს არის უმუშევრობის პრობლემა, ცრუ დაპირებები და ეკონომიკურ სიდუხჭირეს 9-9% ასახელებს, კრიმინალის მატებას - 6%. გამოკითხულთა 3% თვლის, რომ მთავარი წარუმატებლობა კოჰაბიტაცია და სიღარიბის ზრდა არის.

გამოკითხულთა 25%-ს ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს, ხოლო 9% ფიქრობს რომ ასეთი წარუმატებლობა არ არსებობს.

აქვე COVID19-თან გამკლავებას ხელისუფლებას გამოკითხულთა 37% იწონებს, 45% ნაწილობრივ იწონებს, 11% კი უკმაყოფილოა იმით, როგორ გაართვა თავი მთავრობას კორონავირუსს.

კორონაპანდემიით გამოწვეუილ ეკონომიკურ გამოწვევებთან გამკლავებას ხელისუფლებას 15% უწონებს, ნაწილობრივ 40%-ია კმაყოფილი, თუმცა ნაწილობრივ უკმაყოფილოა 24% და სრულიად უკმაყოფილო ხელისუფლების ნაბიჯებით 19%.

აღსანიშნავია, რომ წინა კვლევასთან შედარებით, 4%-ითაა დაკლებული იმ ადამიანთ რიცხი ვინც სრულად იწონებდა ხელისუფლების ნაბიჯებს, ხოლო 1%-ითაა გაზრდილი სრულიად უკმაყოფილოთა რაოდენობა

Image

IRI

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • "ქართული ოცნების" მიღწევა - კორონავირუსთან ბრძოლა, წარუმატებლობა - უმუშევრობა
  • unipress