„ქართული ოცნების“ ღონისძიებაზე ჩემი დასწრება პოლიტიკურ სიმპათიაზე მიანიშნებს - პაატა იმნაძე

პაატა იმნაძე

გამოქვეყნებულია  187 ნახვა განახლებულია 6 თვის წინ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენაზე დასწრება მის პოლიტიკურ სიმპათიაზე მიანიშნებს.

კერძოდ, კითხვაზე, „თქვენი იქ ყოფნა ხომ არ მიანიშნებს თქვენს პოლიტიკურ სიმპათიაზე“, იმნაძემ ასე უპასუხა: „რომ არ მიანიშნებდეს, მე დღეს იქ არ ვიქნებოდი“.

მედიის წარმომადგენლებმა პაატა იმნაძეს ასევე ჰკითხეს, მივიდოდა თუ არა ღონისძიებაზე ოპოზიციის მიწვევის შემთხვევაში.

„გააჩნია ოპოზიციას. ნორმალური ადამიანი იმასთან არ მიხვალ, ვინც ყოველ დღე გაგინებს“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ

  


თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • „ქართული ოცნების“ ღონისძიებაზე ჩემი დასწრება პოლიტიკურ სიმპათიაზე მიანიშნებს - პაატა იმნაძე
  • unipress