"ქართულმა ოცნებამ" გონივრული წინადადება უნდა მოიტანოს, როდის უნდა ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები

გიგი უგულავა

გამოქვეყნებულია  130 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

ახლა "ქართულმა ოცნებამ" გონივრული წინადადება უნდა მოიტანოს, როდის უნდა ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებს "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა:

"ვისაუბრეთ 18 ნოემბერს, 10:00 საათზე დაგეგმილ აქციაზე. მინდა მოვუწოდო ჩვენს ყველა თანამოქალაქეს თუ თვლი,რომ ქვეყანაში არჩევნები გაყალბდა, გამოდი პროსპექტზე, დადექი შესაბამის სტიკერზე, დაიცავი სოციალური დისტანცია, ხელში დავიჭიროთ ამერიკის დროშა და ერთადერთი პლაკატი წარწერით -"გაყალბებულია". ამ ეტაპზე სხვა, მეტი არანაირი მოთხოვნა არ გვაქვს, არანაირი სხვა მოთხოვნა არ შეიძლება იყოს. ერთადერთი ეს არის ფუნდამენტი, რაც გვაერთიანებს. ბუნებრივია, ასევე ვისაუბრეთ და ჩვენს სხვა დანარჩენ კოლეგებს გავაცანით ვინც პირდაპირ არ მონაწილეობს ელჩების მედიაციით გამართულ შეხვედრებზე, რა ვითარებაა, სად ვართ და რა მოლოდინი გვაქვს. ვთვლით, რომ აქაც პოლიტიკურმა ოპოზიციამ აბსოლუტური ერთიანობა აჩვენა და არავინ აპირებს სიყალბეში მინაწილეობას. ეს ძალიან მკაფიოდ დაფიქსირდა ბოლო შეხვედრაზე. შესაბამისად, ბურთი იმათ მოედანზეა და თუ შემდეგი რაუნდი ჩაინიშნა, ველოდებით, ბატონ თალაკვაძეს ახალი, უფრო რეალისტური წინადადებებით, რომელიც ქვეყანაში რეალურ დუღილს ასახავს და არა, უბრალოდ ივანიშვილის სურვილებს. "ქართულ ოცნებას" აქვს შესაძლებლობა ილაპარაკოს რაც უნდა, ასევე იმის შესაძლებლობაც, რომ მარტო დარჩნეს პარლამენტში,მაგრამ ეს პარლამენტი ლეგიტიმური არ იქნება საზოგადოების დიდი ნაწილისთვის და დიდი ხანი მაინც ვერ გაძლებს"

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • "ქართულმა ოცნებამ" გონივრული წინადადება უნდა მოიტანოს, როდის უნდა ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები
  • unipress