ქვეყანას წლების განმავლობაში ვერ დავხურავთ - დონალდ ტრამპი

აშშ

გამოქვეყნებულია  474 ნახვა განახლებულია 7 თვის წინ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, აშშ-ში გარდაცვლილების რიცხვი მოიმატებს, მაგრამ ქვეყანა წლების განმავლობაში ჩაკეტილი ვერ იქნება. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა „ფოქს ნიუსის“ ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ გააკეთა.

„ჩვენ უნდა ვიყოთ მებრძოლები. ქვეყანას წლების განმავლობაში ვერ დავხურავთ“, – განაცხადა ტრამპმა.

მანამდე ანალოგიური განცხადება ტრამპმა „ეიბისი“-სთან ინტერვიუშიც გააკეთა. მისი თქმით, ქვეყანამ ფუნქციონირება უნდა განაახლოს.

„სავარაუდოდ, იქნება მეტი მსხვერპლი, რადგან ხალხი სახლში გამოკეტილი არ იქნება. თუმცა, ჩვენ სოციალურ დისტანციას დავიცავთ. ხელებს დავიბანთ და გავაკეთებთ ბევრ რამეს, რაც ბოლო პერიოდში ვისწავლეთ“ - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მისივე განცხადებით, კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბი მუშაობს გააგრძელებს:    

„მე შევიტყვე, რომ ოპერატიული შტაბი ძალიან დიდ პატივისცემას იმსახურებს. ხალხმა თქვა, რომ მან მუშაობა უნდა გააგრძელოს. ასე რომ, ასეც იქნება. ჩვენ ამ შტაბში რამდენიმე ადმიანს დავამატებთ კიდეც, ორი-სამი ახალი წევრის ვინაობა ორშაბათს გახდება ცნობილი"


infoclear

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

infoclear
  • ქვეყანას წლების განმავლობაში ვერ დავხურავთ - დონალდ ტრამპი
  • unipress