ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური კრიზისია და თუ არ მოხდა გარდამტეხი ცვლილებები, ვერ შეიცვლება სიტუაცია

გიგი უგულავა

გამოქვეყნებულია  58 ნახვა განახლებულია 6 დღის წინ

ევროპული საქართველოს მაჟორიოტარობის კანდიდატი ზუგდიდში, გიგი უგულავა,
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში ადგილობრივებს შეხვდა და მათთან
ხელშეკრულება დადო.
გიგი უგულავამ შეხვედრა გამართა სოფელ ცაცხვში, ურთაში, ცაიშსა და ჯიხაშკარში.
უგულავას თქმით, მან დადო ხელშეკრულება ხალხთან, რომლის მიხედვითაც
ევროპული საქართველო იღებს ვალდებულებას სხვადასხვა რეფორმის შესრულებაზე.
უგულავამ აღნიშნა, რომ ქვეყანაში არსებულ მძიმე ეკონომიკურ კრიზისს სჭირდება
გარდამტეხი ცვლილებები, რომელიც მოხდება ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე.
„იმისათვის, რომ ხელისუფლებას არ მივცეთ პანდემიით მანიპულირების საშუალება,
რისი ნიშნებიც აშკარაა, რადგან თეთრ ხალათს ამოეფარა მთავრობა და თავისი
პრობლემები, რაც ივანიშვილის ხელისუფლებამ შექმნა, ცდილობენ ამით გადაფარონ.
ჩვენ აქტიურად ვაწარმოებთ საარჩევნო კამპანიას, ამავდოულად კამპანიის დროს,
მაქსიმალურად ხდება პრევენცია პანდემიისგან, ამრიგად ვერიდებით დიდ შეხვედრებს,
ვიცავთ ყველა რეკომენდაციას და ევროპული საქართველოს ღია ავტობუსით, კარდაკარ
ვსტუმროთ ადგილობრივებს.
დღეს, უმძიმესი ეკონიმიკური კრიზისია ქვეყანაში და თუ არ მოხდა გარდამტეხი
ცვლილებები, ვერ შეიცვლება სიტუაცია. ამრიგად, ჩვენ ევროპული საქართველო,
ხალხთან ვდებთ ხელშეკრულებას და ამით ვიღებთ ვალდებულებას სხვადასხვა
რეფორმის განხორციელებაზე. ამ ხელშეკრულებაზე ხელს აწერენ პარტიის ლიდერები და
მეორე მხარეს ხელს აწერს პიროვნება, ვისთანაც ვდებთ ხელშეკრულებას. ერთი ნაწილი
რჩება ჩვენთან, ხოლო მეორე ამ პირთან. გადასახადებისა და ბიუროკრატიული ხარჯების
შემცირება, ქალაქებისთვის რეალური თვითმმართველობის მინიჭება, სახელმწიფო
ქონებაში არსებული მიწის ხალხისთვის გადაცემა, სასამართლოში ნაფიცი მსაჯულების
შემოღება, პოლიციის უფროსების ადგილზე არჩევა, პენსიებისა და სოციალური
დახმარებების გაორმაგება, ეს იმ პუნქტების ჩამონათვალია, რისი შესრულების
ვალდებულებასაც იღებს ევროპული საქართველო. სწორედ ამგვარად შეგვიძლია
დავეხმაეროთ ეკონომიკას, რომ ამოვიდეს უმძიმესი კრიზისიდან და სწორედ ასე
შეიძლება გარდამტეხი ცვლილებების მოხდენა.
ჩვენ ასეთი ფორმით გადავწყვიტეთ ადგილობრივებთან შეხვედრა, ვიცავთ დისტანციას,
შორიდან ვესალმებით ადგილობრივებს, რათა მოხდეს პრევენცია. თუმცა, საგულისხმოა,
რომ ხელისუფლება ნამდვილად იყენებს ამ პანდემიას. ჩვენ შეიძლება არ ვართ
ეპიდემიოლოგები, თუმცა ჯანსაღი აზრი გვაქვს და ვხედავთ, რომ ხელისუფლება ამას
პოლიტიკური მიზნებისათვის იყენებს.“ - განაცხადა გიგი უგულავამ

Image

infoclear

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

infoclear
  • ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური კრიზისია და თუ არ მოხდა გარდამტეხი ცვლილებები, ვერ შეიცვლება სიტუაცია
  • unipress